სასწავლო პროექტი-" შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა"



პროექტის სახელწოდება: „შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა?“
           „მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას ადგილიდან დავძრავ“ - ეს სიტყვები არქიმედეს ეკუთვნის და სწორედ მაშინ წარმოთქვა, როცა ბერკეტის წონასწორობის პირობას მიაგნო.
პროექტის მიზანი: უძრავი ან მოძრავი სხეულის წონასწორობის პირობის დადგენა. ბერკეტის როგორც მარტივი მექანიზმის შესწავლა და იმის დადგენა თუ როგორ გამოიყენება იგი ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში. მექანიკის ოქროს წესის შესწავლა.
       დაკვირვების, აღწერის, ინფორმაციის მოძიების, ჰიპოტეზის გამოთქმის და დასკვნის გამოტანის, საკუთარი მოსაზრების პრეზენტაციის  უნარის განვითარება.
პროექტის შედეგი:  მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას ძველი ბერძენი მეცნიერის არქიმედეს მოღვაწეობის შესახებ. გამოიკვლევს სხეულის წონასწორობის პირობებს ექსპერიმენტის საშუალებით, დაამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ჰიპოთეზას ბერკეტის მოქმედების პრინციპის შესახებ და  ცდების ჩატარებით ასაბუთებს მას. აკეთებს მათემატიკურ გამოთვლებს და მიღებულ შედეგებს, საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს კლასის წინაშე.
პროექტის მოკლე აღწერა:  ისტორიიდან ცნობილია რომ „ერთხელ არქიმედემ მისწერა სირაკუძის მეფეს ჰიერონს, რომ თუ მას სხვა დედამიწა ექნებოდა, მასზე გადავიდოდა და ჩვენსას ადგილიდან დასძრავდა“
ცხადია არქიმედემ კარგად იცოდა, რომ არ არსებობს ტვირთი, თუნდაც ძალიან დიდი მასის, რომლის აწევასაც იგი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა, რადგან მას კარგად მოეხსენებოდა ბერკეტის როლი ამ საქმეში. ჩვენ გვსურს  ცდების ჩატარებით და მათემატიკური გამოთვლებით დავადგინოთ  არქიმედეს მართლაც რომ ჰქონოდა „სხვა დედამიწა“ შეეძლო კი განეხორციელებინა თავისი მამაცი იდეა.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment