გაკვეთილის გეგმები და პრეზენტაციები


https://docs.google.com/open?id=0B4ah_rMKHSOfYjFnT2Yta2plTUU

https://docs.google.com/document/pub?id=1RKC01845MNJG37J7fkZ07KEFUhsVLn8mxTlRy4G1AkE
https://docs.google.com/present/view?id=dfth94xx_1837c3c6kkdn

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

პროექტი - წყალი ბუნების სასწაული



 1.პროექტის სახელი: წყალი ბუნების სასწაული
 2.პროექტის მთავარი იდეა: წყლის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა ექსპერიმენტული კვლევის გზითწყლის უნიკალური თვისების (ყველა სხვა სითხეებისაგან განსხვავებით) - გაფართოება როგორც გაცივებისას ისე გაცხელებისას გამოკვლევა და ამ თვისების გადამწყვეტი როლის გააზრება ოკეანისა და საერთოდ წყლის ბინადართა განვითარების  პროცესში.
3. პროექტის აქტუალობა: წარმოდგენილი სასწავლო ინტეგრირებული პროექტი გათვლილია VIII-IX კლ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ ფიზიკას, ქიმიას, ეკოლოგიას. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაიაზრებენ რა როლი აქვს წყალს ბუნებაში, მოსწავლეებს განუვითარდებათ ექსპერიმენტული კვლევის, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების და მასალის პრეზენტაციის უნარჩვევები.
4. პროექტის მიზნები: კვლევითი ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში მოსწავლეები უშუალოდ დააკვირდნენ წყლის აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების გამომწვევ მიზეზებს და ახსნან მოლეკულულ კინეტიკური თეორიის თვალსაზრისით. გამოიკვლიონ წყლის უნიკალური თვისება-გაფართოება როგორც გაცივებისას ისე გაცხელებისას გამოკვლევა და ამ თვისების გადამწყვეტი როლის გააზრება ოკეანისა და საერთოდ წყლის ბინადართა  სიცოცხლისათვის. მოამზადონ რეფერატი თემაზე : 1) წყლის ციკლი ბუნებაში, 2) წყალი- ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი.(დაახასიათონ  წყალი როგორს ცოცხალი და არა ცოცხალიბუნების არსებობის აუცილებელი ბუნებრივი პროდუქტი ისე წყალი როგორც ეკოლოგიური საფრთხე)  შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინონ კლასის წინაშე გამზადებული პრეზენტაციების სახით.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 20.02.12-24.02.12(ერთი კვირა)
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, გადაღებული სურათებით, შესრულებული ნახატებითა და პლაკატებით  მოწყობილი   გამოფენა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო მინი ლაბორატორია, საკანცელარიო ნივთები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი
ხელმძღვანელი: ნონა გორგაძე
Gorgadzenona71@gmail.com

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS