გაკვეთილის გეგმა-პროცენტი


გაკვეთილის თემა
პროცენტი
VII კლასი
პედაგოგი ნონა გორგაძე
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება პროცენტის ცნება: მაღაზიის ვიტრინებზე ხშირად გვხვდება ფასდაკლების მაუწყებელი წარწერა პროცენტული გამოსახულებით, საკვებსა თუ წამლის ყუთებზე ნივთიერებათა შემცველობა გამოსახულია პროცენტებით, საბანკო ურთიერთობები ხორციელდება პროცენტული გაანგარიშებით. 
როგორც ვხედავთ  საზოგადოებასი სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებელია პროცენტთან დაკავშირებული უმარტივესი პროცედურების ფლობის გარეშე.
გაკვეთილი მიზნები და შედეგები
მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას მოდელზე;
·      იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს, მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად;
·      ყოფს რიცხვს პროპორციულ ნაწილებად და პოულობს რიცხვს მისი მოცემული ნაწილის მიხედვით;
·      ახდენს ნატურალურ-მაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების დემონსტრირებას;
·      ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;

წინასწარი ცოდნა
წილადის ცნების ცოდნა, სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა, რიცხვის წილადი ნაწილის პოვნა
გაკვეთილის მსვლელობა
გამოწვევა
საორგანიზაციო საკითხები-3წთ
1.      აქტივობა: გავლილი მასალის გამეორება -5წთ
მოქმედებები: მასწავლებელი მოსწავლეებს მაგალითის ამოხსნის გზით ახსენებს რიცხვის ნაწილის არსს და მისი პოვნის ხერხს.
მოსწავლეები ხსნიან ამოცანას.
მაგ.ა) რისი ტოლია 50-ის 2/5 ნაწილი?
       ბ) ავტომობილი ღირდა 7000 ლარი, გაიაფდა ღირებულების  1/100 ნაწილით . რა გახდა ავტომობილის ფასი გაიაფების შემდეგ?
                                      ცოდნიც კონსტრუირება
2.      აქტივობა: სამოტივაციო აქტივობა“ ბაზრობა“ 15 წთ
მოქმედებები: მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები მოაწყობენ მინი ბაზრობას, სადაც წარმოდგენილი იქნება გასაყილალ გამზადებული ( ნახატი)  ავტომობილები, ტანსაცმელი, ხილი. სამი სხვადასხვა დახლი. თითოეულ დახლზე იქნება გაკეთებული აბრა საქონლის ღირებულებით და ფასდაკლების შესახებ.
( I- ყველაფერი იაფდება ღირებულების 1/9-ით)
( II -ყველაფერი იაფდება ღირებულების 2/7-ით)
(  III-ყველაფერი იაფდება ღირებულების 5/100-ით)
 მყიდველს მოუწევს რაც შეიძლება მცირე დანახარჯებით შეიძინოს სხვადასხვა სახეობის პროდუქცია.
მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის დროს წააწყდებიან სირთულეებს, და გამოიტანენ დასკვნას, ყველაფერი მარტივი იქნებოდა თუ გაიაფების მაჩვენებელი  წილადები ერთნაირ მნიშვნელიანი იქნებოდა. საბოლოოდ მსჯელობით მივალთ დასკვნამდე - სასურველია ავირჩიოთ ისეთი რიცხვი რომელიც საყოველთაო სტანდარტი იქნება ამგვარი სახის რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებისას. ამის შემდეგ, ბუნებრივად შეიძლება შემოვიტანოთ პროცენტის ცნება.
3.      აქტივობა- მინი ლექცია( პრეზენტაციით)- 7 წთ 
მოქმედებები: მოკლედ გავაცნოთ მოსწავლეებს პროცენტის და მისი გამომსახველი სიმბოლოს წარმოშობის ისტორია.
ვთხოვოთ გაიხსენონ სად შეხვედრიათ მსგავსი სიმბოლო. მასწავლებელიაუხსნის მოსწავლეებს როგორ ამოხსნან  ამოცანა პროცენტის გამოყენებით.
https://docs.google.com/presentation/d/1ni1Tcx3JwgsIIdqqhvqf0V15zcaQ43VO8iXQgqeNDw0/edit

                                        რეფლექსია
4.აქტივობა- ჯგუფური მუშაობა“ ამოცანების ამოხსნა-10 წთ
მოქმედებები: კლასი იყოფა ჯგუფებად და ხსნიან მარტივ მაგალითებს პროცენტის გამოყენებაზე.( I-პროცენტის გამოსახვა წილადის სახით; II-გეომეტრიული ფიგურის გაფერადება მითითებული პროცენტით; III-მითითებული პროცენტით გაფერადებული ფიგურის ამოცნობა)
                          საშინაო დავალება-2წთ
შეფასება 3წთ


შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებისას ყურადღება მიექცევა რამდენად იყო ჩართული მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობისას. რამდენად კარგად გაიგო პროცენტის ცნება და როგორ გამოიყენა პრაქტიკაში. შეზლო თუ არა ერთმანეთთან დააკავშიროს პროცენტი, წილადი და ათწილადი.
შეფასდება :
საჭირო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი-პრეზენტაციის საჩვენებლად, ინტერნეტი, სახელმძღვანელო,  გამზადებული მასალა ბაზრობაზე გასაყიდი, ფულის ბანკნოტები, აბრები, მარკერი, დაფა , ცარცი, რვეული


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS