პროექტი: რა არის ელვა?



      ცაზე ლაზერის დაკბილული სხივის მსგავსი ელვა გაკრთება, ხეს მეხი ეცემა და ნახშირდება. მეხი თვალწარმტაცი და თან საშიში მოვლენაა და მაინც რა არის ეს უცნაური, მძვინვარე ენერგია, რომელიც ციდან ეშვება?
პროექტის მიზანი :(კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან)
ბუნ.VIII.8.მოსწავლე ახასიათებს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცდების საფუძველზე აკვირდება სხეულთა დამუხტვას, აანალიზებს და აღწერს მათ ურთიერთქმედებას.
·         ჩამოთვლის დამუხტვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და მსჯელობს პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ.
·         მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ელექტრული მოვლენების შესახებ და ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიმუშავებს უსაფრთხო ქცევის წესებს ჭექა-ქუხილის დროს, აკეთებს პრეზენტაციას.
პროექტის ძირითადი შეკითხვა: რა არის ელვა და საიდან ჩნდება ატმოსფეროში ელექტრობა?
პროექტის მოკლე აღწერა:
1.      მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბუნებრივი ელექტრული მოვლენის ელვის შესახებ, გაეცნობიან ფრანკლინის მიერ ჩატარებულ ცდებს.
2.      სხეულთა დამუხტვის სადემონსტრაციოდ ჩაატარებენ ცდებს, გამოარკვევენ როგორ და რატომ იმუხტებიან სხეულები, დააკვირდებიან დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას. ექსპერიმენტის შედეგებს გადაამოწმებენ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით
3.      მოძიებულ მასალას, ექსპერიმენტის შედეგებს წარმოადგენენ კლასის წინაშე გამზადებული პრეზენტაციის სახით
ვადები:  ორი კვირა






  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

სასწავლო პროექტი-" შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა"



პროექტის სახელწოდება: „შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა?“
           „მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას ადგილიდან დავძრავ“ - ეს სიტყვები არქიმედეს ეკუთვნის და სწორედ მაშინ წარმოთქვა, როცა ბერკეტის წონასწორობის პირობას მიაგნო.
პროექტის მიზანი: უძრავი ან მოძრავი სხეულის წონასწორობის პირობის დადგენა. ბერკეტის როგორც მარტივი მექანიზმის შესწავლა და იმის დადგენა თუ როგორ გამოიყენება იგი ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში. მექანიკის ოქროს წესის შესწავლა.
       დაკვირვების, აღწერის, ინფორმაციის მოძიების, ჰიპოტეზის გამოთქმის და დასკვნის გამოტანის, საკუთარი მოსაზრების პრეზენტაციის  უნარის განვითარება.
პროექტის შედეგი:  მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას ძველი ბერძენი მეცნიერის არქიმედეს მოღვაწეობის შესახებ. გამოიკვლევს სხეულის წონასწორობის პირობებს ექსპერიმენტის საშუალებით, დაამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ჰიპოთეზას ბერკეტის მოქმედების პრინციპის შესახებ და  ცდების ჩატარებით ასაბუთებს მას. აკეთებს მათემატიკურ გამოთვლებს და მიღებულ შედეგებს, საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს კლასის წინაშე.
პროექტის მოკლე აღწერა:  ისტორიიდან ცნობილია რომ „ერთხელ არქიმედემ მისწერა სირაკუძის მეფეს ჰიერონს, რომ თუ მას სხვა დედამიწა ექნებოდა, მასზე გადავიდოდა და ჩვენსას ადგილიდან დასძრავდა“
ცხადია არქიმედემ კარგად იცოდა, რომ არ არსებობს ტვირთი, თუნდაც ძალიან დიდი მასის, რომლის აწევასაც იგი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა, რადგან მას კარგად მოეხსენებოდა ბერკეტის როლი ამ საქმეში. ჩვენ გვსურს  ცდების ჩატარებით და მათემატიკური გამოთვლებით დავადგინოთ  არქიმედეს მართლაც რომ ჰქონოდა „სხვა დედამიწა“ შეეძლო კი განეხორციელებინა თავისი მამაცი იდეა.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS