ცაზე ლაზერის დაკბილული სხივის მსგავსი ელვა
გაკრთება, ხეს მეხი ეცემა და ნახშირდება. მეხი თვალწარმტაცი და თან საშიში მოვლენაა
და მაინც რა არის ეს უცნაური, მძვინვარე ენერგია, რომელიც ციდან ეშვება?
პროექტის მიზანი :(კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან)
ბუნ.VIII.8.მოსწავლე ახასიათებს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდების საფუძველზე აკვირდება სხეულთა დამუხტვას, აანალიზებს
და აღწერს მათ ურთიერთქმედებას.
·
ჩამოთვლის
დამუხტვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და მსჯელობს პრაქტიკაში მათი გამოყენების
შესახებ.
·
მოიპოვებს
ინფორმაციას ბუნებაში ელექტრული მოვლენების შესახებ და ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიმუშავებს
უსაფრთხო ქცევის წესებს ჭექა-ქუხილის დროს, აკეთებს პრეზენტაციას.
პროექტის ძირითადი შეკითხვა: რა არის ელვა და საიდან ჩნდება ატმოსფეროში ელექტრობა?
პროექტის მოკლე
აღწერა:
1.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბუნებრივი ელექტრული მოვლენის
ელვის შესახებ, გაეცნობიან ფრანკლინის მიერ ჩატარებულ ცდებს.
2.
სხეულთა
დამუხტვის სადემონსტრაციოდ ჩაატარებენ ცდებს, გამოარკვევენ როგორ და რატომ იმუხტებიან
სხეულები, დააკვირდებიან დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას. ექსპერიმენტის შედეგებს
გადაამოწმებენ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით
3.
მოძიებულ
მასალას, ექსპერიმენტის შედეგებს წარმოადგენენ კლასის წინაშე გამზადებული პრეზენტაციის
სახით
ვადები: ორი კვირა
0 comments:
Post a Comment