პრეტესტი ფიზიკაში-2011


35 კგ მასის ბიჭი ზის ველოსიპედზე, რომლის მასაა 5 კგ და მოძრაობს 2 /წმ სიჩქარით. რამდენი ჯოულით მეტია ბიჭის კინეტიკური ენერგია ველოსიპედის კინეტიკურ ენერგიაზე?
40 ით;         60 ით;        80 ით;        120 ით

ბავშვმა გაიარა 60 მ აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი – 80 მ სამხრეთის მიმართულებით. ამ დროს ბავშვის  გადაადგილების მოდულია:
 20 მ;          70 მ ;                   100 მ;            140 მ

ელექტრული დენი ეწოდება
დამუხტული ნაწილაკების ნებისმიერ მოძრაობას.
 ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.
 მხოლოდ ელექტრონების მიმართულ მოძრაობას.
 დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.

ცილინდრულ ჭურჭელში, რომლის სიმაღლეა 60 სმ, სამ მეოთხედზე ჩაასხეს წყალი. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის კედელზე წერტილში, რომელიც დაშორებულია ფსკერიდან 5 სმ–ით (ატმოსფერული წნევა უგულებელყავით).                                წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ3.
  800 ნ/მ2;         1200 ნ/მ2;        4000 ნ/მ2;      5500 ნ/მ2

მუშამ 60 კგ მასის ტვირთი 10 წთ–ში აიტანა 15 მ სიმაღლეზე. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა მუშამ ამ დროს?
1,5 ვტ;          15 ვტ;           150 ვტ;               900 ვტ

ორი გამტარის მიმდევრობითი შეერთებისას ძაბვა პირველ გამტარზე არის120ვ , მეორე გამტარზე კი – 220ვ. სრული   ძაბვა აკმაყოფილებს პირობას:
               U= U1+U2;                                 U=U1=U2;
 ორ ერთნაირ ლითონის ბურთულას აქვს: პირველს (+10) მკკ, ხოლო მეორეს (–6) მკკ მუხტი. რა მუხტი  ექნება თითოეულ მათგანს მას შემდეგ, რაც ბურთულებს შეახებენ და კვლავ დააშორებენ ერთმანეთს?
 პირველს (+10) მკკ; მეორეს (–6) მკკ 
 პირველს (–6) მკკ; მეორეს (+10) მკკ
 პირველს (+4) მკკ; მეორეს 0 მკკ
 პირველს (+2) მკკ; მეორეს (+2) მკკ
სხეული გაათბეს  100ºC–ით. ტემპერატურის ნაზრდი კელვინებში არის:
-173 K;      100 K;                  273 K;                  373 K
წყალში მოტივტივე ერთგვაროვანი სხეული ჩაძირულია თავისი მოცულობის 3 / 5 – ით.  იპოვეთ სხეულის მასალის სიმკვრივე.
 400 კგ/მ3          500 კგ/მ3                 600 კგ/მ3                    800 კგ/მ3

ორი ტოლი სიდიდის ელექტრული წინაღობა ერთხელ შეაერთეს მიმდევრობით, ხოლო მეორეჯერ – პარალელურად. რისი ტოლია Rმიმდ/Rპარ ფარდობა?
 1/4;                       1/2;                      2;                        4

ქვა აისროლეს ვერტიკალურად ზევით. როგორია   მისი აჩქარება ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში? (ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით)

                        ნულის ტოლია
                        g/2, მიმართულია ქვევით
                        g, მიმართულია ქვევით
                        g, მიმართულია ზევით

თოკის გაჭიმვისას მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა, რომელზეც იგი ჯერ კიდევ არ წყდება,  არის 400ნ. თოკზე რიგრიგობით უმატებენ 4 კგ-იან საწონებს. მერამდენე საწონის ჩამოკიდების შემდეგ გაწყდება თოკი?
მე–10 ;        მე–11 ;        მე–100 ;         101–ე

რომელია უფრო ინერტული?
100 კგ მასის მქონე მოჭიდავე, რომელიც წევს ტატამზე.
 75 კგ მასის სპრინტერი,  რომელიც გარბის  10 მ/წმ სიჩქარით.
 60 კგ მასის მქონე ჭოკით მხტომელი, რომელიც გარბის 5 მ/წმ სიჩქარით.
 60 კგ მასის მქონე სიგრძეზე მხტომელი, რომელიც გარბის 7,5 მ/წმ სიჩქარით.~

რომელი ფორმულაა მცდარი დენის P სიმძლავრისათვის?
P=U2/R ;                  P=IU ;                  P=I2 U;                   P=I2 R

სხეულმა 15 ºC–ით გაცივებისას გასცა 900 ჯ სითბოს რაოდენობა. სითბოს რა რაოდენობას გასცემს ეს სხეული 45 ºC –ით გაცივებისას?
20 ჯ              60 ჯ                   300 ჯ                      2700 ჯ

მოცემულია სამი სხეული. პირველის სიმკვრივეა 1,1 კგ/მ3, მეორის – 1,3 კგ/მ3, მესამის – 1,5 კგ/მ3 . რომელი მათგანი ჩაიძირება სითხეში, რომლის სიმკვრივეა 1,4 კგ/მ3?
არცერთი;   მხოლოდ პირველი და მეორე;   მხოლოდ  მესამე;   სამივე


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment