პრეტესტი ფიზიკაში 2012


1)ორი მატარებელი ერთმანეთის შესახვედრად მოძრაობს 10 /წმ და 15 /წმ სიჩქარეებით. რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელი პირველ მატარებელში მჯდომ მგზავრს, თუ პირველი მატარებლის სიგრძეა 200 , ხოლო მეორესი კი – 150 ?                                    6 წმ    ,          8 წმ ,         30 წმ   ,     40 წმ 
2)5 კგ მასის სხეული 20 ჰორიზონტალური ძალის მოქმედებისას წრფივად და თანაბრად მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა შეგიძლიათ უგულებელყოთ. სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა:                   20 -ზე ნაკლებია,      20 -ის ტოლია,     50 -ის ტოლია,    50 -ზე მეტია

3)ქვა ვარდება უსაწყისო სიჩქარით გარკვეული სიმაღლიდან. ჰაერის წინააღმდეგობა შეგვიძლია უგულებელვყოთ. როდისაა ქვის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ერთმანეთის ტოლი? სიმაღლე და პოტენციური ენერგია აითვლება დედამიწის ზედაპირიდან.     1) დედამიწასთან დაჯახების მომენტში,        2) ვარდნის დაწყებიდან ვარდნის დროის ნახევრის შემდეგ,   3)  შუა გზაზე ,     4) იქ, სადაც ქვის სიჩქარე დედამიწასთან დაჯახების სიჩქარის ნახევარია

4)წყლის წონით გამოწვეული წნევა ფსკერზე ცილინდრულ ჭურჭელში, რომელშიც ასხია m მასის წყალი, ტოლია p –სი. რა მასის წყალი დაუმატეს ჭურჭელში, თუ  წყლის წონით გამოწვეული წნევა ფსკერზე გახდა 4p?         m,      2m,    3m,     4m
5)ჰიდრავლიკური მანქანის დიდი დგუშის ფართობი პატარა დგუშის ფართობზე 100-ჯერ მეტია. რა მინიმალური ძალაა საჭირო მისი საშუალებით  1 ტონა მასის სხეულის ასაწევად?
 1
ნ,       10ნ,    100ნ,   1000ნ
6)მიზიდულობის ძალა ორ სხეულს შორის გაიზრდება 9-ჯერ, თუ:  1)თითოეული სხეულის მასას გავზრდით 9-ჯერ   2) თითოეული სხეულის მასას გავზრდით 3–ჯერ   3) სხეულებს შორის მანძილს შევამცირებთ 9-ჯერ  4) სხეულებს შორის მანძილს შევამცირებთ 4,5-ჯერ
7)მუდმივი სიჩქარით მოძრავი m მასის ბურთულა ეჯახება უძრავ 2m მასის ბურთულას. დაჯახებისას პირველი ბურთულა მოქმედებს მეორეზე  F სიდიდის ძალით. რა სიდიდის ძალით მოქმედებს მეორე ბურთულა პირველზე?      /2 ,       F,      2F,    4F
8)V სიჩქარით მოძრავი m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით 3V სიჩქარით მოძრავ პლასტილინის ბურთულას. შეჯახების შემდეგ ბურთულები გაჩერდნენ. რისი ტოლია მეორე ბურთულას მასა?       m/3,        m/2,       2m,       3m
9)ავტომობილმა ჩრდილოეთის მიმართულებით 4 კმ გაიარა, შემდეგ შეუხვია მარჯვნივ და კიდევ 3 კმ გაიარა აღმოსავლეთის მიმართულებით. რისი ტოლია ავტომობილის გადაადგილების მოდული?                                             1კმ   ,           3,5კმ,           5კმ,        7კმ

10)ადამიანი, რომელიც ზის ქუჩაში მოძრავი მანქანის სალონში, უძრავია;  1) ქუჩაზე არსებული შენობების მიმართ
  2) ქუჩაზე მდგარი ადამიანების მიმართ  3) ქუჩაზე მოძრავი სხვა მანქანების მიმართ  4) მანქანის მძღოლის მიმართ

11)სხეული გაათბეს  300ºC–ით. ტემპერატურის ნაზრდი კელვინებში არის:
 27K     273K    
300K     573K
12)ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაში იცვლება სხეულთა შინაგანი ენერგია  მუშაობის შესრულების შედეგად?
1) კოკა-კოლის გაცივებისას ჭიქაში ყინულის ნატეხების ჩაყრით  2)ცივი რძის დამატებისას ცხელ ყავიან ფინჯანში 3) გაზქურაზე სადილის მომზადებისას       4) ერთმანეთზე გახახუნებით ხელების გათბობისას

13)ჩამოთვლილი სიდიდეებიდან რომელზეა (რომლებზეა) დამოკიდებული წყალში მოტივტივე სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა       I. სხეულის მასაზე    II. სხეულის ფორმაზე   III. სხეულის მოცულობაზე
1)მხოლოდ I     , 2)   მხოლოდ II    ,    3)მხოლოდ III     ,  4) I და III 

14)რომელი საერთო თვისება ახასიათებს სითხეებსა და აირებს:  1) ინარჩუნებენ საკუთარ ფორმას  2) ინარჩუნებენ საკუთარ მოცულობას  3) ვერ ინარჩუნებენ საკუთარ მოცულობას  4) ვერ ინარჩუნებენ საკუთარ ფორმას

15)ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის  2m.  რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულის სიჩქარეების ფარდობა - v1/v2  დედამიწის ზედაპირთან       ½,     1,       2,      4  

16)ტვირთის  4 მეტრ სიმაღლეზე ატანისას შესრულდა 20 მუშაობა. რისი ტოლია ტვირთის მასა?
 
0,5კგ,         5კგ,         20კგ,       80კგ

17)რისი ტოლია 3ომი და 6ომი წინაღობის გამტარების  მიმდევრობით შეერთების შედეგად მიღებული წინაღობა?
 
0,5ომი,       2ომი,       3ომი,        9ომი


18) სხეული ტივტივებს სითხეში ისე, რომ სითხეში ჩაძირულია მისი მოცულობის ნახევარი. რისი ტოლია სხეულის სიმკვრივის შეფარდება სითხის სიმკვრივესთან?     0,5,      1,    1,5,       2

19) ბრტყელი სარკე მისი ზედაპირის მართობულად მიმართული  3/წმ სიჩქარით უახლოვდება უძრავ წერტილოვან წყაროს. რა სიჩქარით მოძრაობს წყაროს გამოსახულება სარკეში 1) 3 /წმ, სარკის მოძრაობის მიმართულებით     2) 6/წმ, სარკის მოძრაობის მიმართულებით    3) 3/წმ, სარკის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით            4) 6/წმ, სარკის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით

20)ქვემოთ მოყვანილი რომელი მტკიცებაა სწორი?
I.
ნივთიერ წერტილს აქვს მასა                        II. ნივთიერ წერტილს აქვს ზომები
 
მხოლოდ I,      მხოლოდ II    ,     I და II ,    არც ერთი

21)შეაფასეთ ქართული 5-თეთრიანი მონეტის დიამეტრი:      10მ,      10-1 მ,     10-2 მ,     10-3 

22)რომელია ვექტორული სიდიდე: 1) მასა  2) აჩქარება 3) მოცულობა   4) გავლილი მანძილი
23)ბრტყელ სარკეში საგნის გამოსახულების ზომა :   1) მეტია საგნის ზომაზე       2) ნაკლებია საგნის ზომაზე                3) საგნის ზომის ტოლია       4) პასუხი დამოკიდებულია სარკესა და  საგანს შორის მანძილზე


24)ფიზიკური სხეულების დაჯგუფებისას რკინისა და მინის სხეულები მოხვდა ერთ ჯგუფში. ჩამოთვლილთაგან რომლის მიხედვით შეიძლება მომხდარიყო დაჯგუფება?  1) აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით                      2) გამჭვირვალობის მიხედვით  3) თბოგამტარებლობის მიხედვით 4) ელექტროგამტარებლობის მიხედვით

25)რხევის პერიოდი ესაა მერხევი სხეულის მიერ : 1) ორი ამპლიტუდის ტოლი მანძილის გავლის დრო                                 2) p ამპლიტუდის ტოლი მანძილის  გავლის დრო 3) ოთხი ამპლიტუდის ტოლი მანძილის  გავლის დრო                4) 2p ამპლიტუდის ტოლი მანძილის  გავლის დრო

26)რომელი მოძრაობა შეიძლება ჩაითვალოს თანაბრად?  1) პარაშუტისტის მოძრაობა პარაშუტის გახსნამდე                 2) პარაშუტისტის მოძრაობა პარაშუტის გახსნის შემდეგ   3) პარაშუტისტის მოძრაობა დედამიწაზე დახტომის პროცესში    4) საჰაერო ბურთიდან გადმოგდებული ბალასტის მოძრაობა

27სხეულის თავისუფალი ვარდნისას იცვლება:  სიჩქარე,  სრული მექანიკური ენერგია,  აჩქარება,  სხეულის მასა


28)R და 2R წინაღობის გამტარები შეერთებულია მიმდევრობით.  R წინაღობაზე დენის სიმძლავრეა P. რისი ტოლია  2R წინაღობაზე დენის სიმძლავრე?        0,25P,    0,5P,    2P,    4P

29)ტოლი მასის მქონე ორი სხეულის კინეტიკური ენერგიების ჯამი 0 – ის ტოლია. ეს ნიშნავს რომ: 1) ეს სხეულები უძრავია  2) სხეულები მოძრაობს მოდულით ტოლი და საწინააღმდეგოდ მიმართული სიჩქარეებით                        3) სხეულები მოძრაობს მოდულით ტოლი და ერთმხრივ მიმართული სიჩქარეებით  4) სხეულები მოძრაობს მოდულით ტოლი და ურთიერთმართობული სიჩქარეებით

30)ვაკუუმში თბოგადაცემა შეიძლება განხორციელდეს:  1) მხოლოდ კონვექციით          2) მხოლოდ თბოგამტარობით  3) მხოლოდ გამოსხივებით         4) თბოგამტარობით და გამოსხივებით
                            
31)წერტილოვანი მუხტების ურთიერთქმედების კანონი გრეხითი სასწორის გამოყენებით დაადგინა:
  
ომმა,     კულონმა,    ნიუტონმა,   ჯოულმა

32)რომელი ფორმულით განისაზღვრება t დროში გამტარში გამოყოფილი Q სითბოს რაოდენობა?
(U
გამტარზე ძაბვაა, R  – გამტარის წინაღობა, I  – გამტარში დენის ძალა)
       
 
Q=IUt,    Q=URt,     Q=IRt,    Q=IU/t

33)იპოვეთ წნევა, რომელსაც ახდენს იატაკზე ოთხფეხიანი  კარადა, რომლის წონაა 800 , ხოლო თითოეული ფეხის საყრდენი ფართობია 25 სმ2   0,8კპა,     8კპა,    32კპა,    80კპა
34)ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მასის ერთეულია:  1მგ,      1გ,    1კგ,    1ტონა
 
35)5 კგ მასის თავდაპირველად უძრავ სხეულზე 3 წმ-ის განმავლობაში მოქმედებდა ერთი მიმართულების 10 -ის ტოლი ძალა. ამის შემდეგ ძალამ შეიცვალა მიმართულება და სხეულზე მოქმედებდა საწინააღმდეგო მიმართულების 10 -ის ტოლი ძალა. რისი ტოლი იქნება სხეულის სიჩქარე ამოძრავებიდან 4 წმ-ის შემდეგ
2მ/წმ,    4მ/წმ,  8მ/წმ,   14მ/წმ
36)4 კგ მასის ქვა 10 სიმაღლიდან ვარდება. რისი ტოლი იქნება ქვის კინეტიკური ენერგია უშუალოდ დედამიწაზე დაცემისას?(ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ):  2,5ჯ,   25ჯ,   40ჯ,   400ჯ

37)ხის კუბის სრული ზედაპირის ფართობია 24 დმ2. დაადგინეთ, რისი ტოლია ხის სიმკვრივე, თუ კუბის მასაა 5,6 კგ?
 
  0,7გ/სმ3,    0,8 /სმ3,   0,9 /სმ3,     1,2 /სმ3

38)ორი რეზისტორი წინაღობებით R1=4 ომს და  R2=8 ომს მიერთებულია პარალელურად. რისი ტოლია ამ რეზისტორებში დენის ძალებში შეფარდება – I1/I2,  რეზისტორებზე ძაბვის მოდებისას?
0,5,    1,    2,    4

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS