პროექტი: რატომ ჩნდება ცისარტყელა?


                        პროექტი:   რატომ ჩნდება ცისარტყელა?
პროექტის მოკლე აღწერა: სინათლის ტალღურ ბუნებაზე დაკვირვება და სინათლის დისპერსიის(თეთრი სინათლის ფერებად დაშლის ) მოვლენის ექსპერიმენტული დასაბუთება. სამყაროს მრავალფეროვნების აღქმის პროცესში სინათლის ძირითადი როლის გამოვლენა. ცისარტყელას წარმოქმნის პირობების გამორკვევა და სპექტრის ფერების შესწავლა.
პროექტის მიზანი და კავშირი ეროვნულ სასწავლო მიზნებთან:
ბუნ.IX.9 მოსწავლე იკვლევს სინათლის გავრცელებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად
·         აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში(გარდატეხა, ფერებად დაშლა)
პროექტის მსვლელობა:
 1) აქტივობა- პროექტზე მომუშავე ჯგუფების შექმნა,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
2) აქტივობა-ჯგუფების შეხვედრა ი.გოგებაშვილის მოთხრობა „ცისარტყელა“-ს გაცნობა და გარჩევა
3) აქტივობა- ჯგუფებს შორის შესასრულებელი სამუშაოს დანაწილება:
1-ჯგუფი -„თეორეტიკოსები“
მოიძიონ ინფორმაცია და წარმოადგინონ პრეზენტაცია  თემაზე: “ რატომ ჩნდება ცისარტყელა?“
2-ჯგუფი-„კვლევარები“
გამოთქვან ვარაუდი სინათლის დისპერსიის გამომწვევ მიზეზებზე და ექსპერიმენტული კვლევის გზით დაასაბუთონ გამოთქმული ვარაუდი. მიღებული შედეგი გადაამოწმონ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით
3- ჯგუფი-„პრაქტიკოსები“
მოიძიონ ინფორმაცია და წარმოადგინონ პრეზენტაცია თემაზე-„როგორ  ვხედავთ ფერებს?“
მონაწილეთა ასაკი-14-15წელი
ვადები-2 კვირა
პროექტის ხელმძღვანელი- ფიზიკის პედაგოგი ნონა გორგაძე

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

პროექტი- " ბგერითი ტალღები და ადამიანის ჯანმრთელობა"


 ძირითადი შეკითხვა: ყოველთვის სასარგებლოა ბგერითი ტალღები ცოცხალი ორგანიზმებისათვის?
პროექტის მიზანი: ექსპერიმენტული კვლევის გზით მოსწავლეებმა შეისწავლონ ბგერითი ტალღები, დაამყარონ შესაბამისობა ბგერის მახასიათებელ სიდიდეებს შორის და დაასაბუთონ გამოთქმული ვარაუდები ბგერითი ტალღების შესახებ. 
(სიხშირე, ამპლიტუდა, ტონი, ხმამაღლობა). შეისწავლონ და დაახასიათონ ცოცხალ ორგანიზმებში ბგერის წარმომქმნელი და მიღები ორგანოები. მოიძიონ ინფორმაცია  და ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში დააკვირდნენ როგორ მოქმედებს ბგერითი ტალღები ადამიანზე, გაიგონ რა განსხვავებაა ხმაურსა და მუსიკას შორის. გამოყონ დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოიძიონ ინფორმაცია რა საშუალებებით შეიძლება შევამციროთ ბგერიტი ტალღების უარყოფითი ზეგავლენა. შეისწავლონ და დაახასიათონ ინფრაბგერები და ულტრა- ბგერები და გაარკვიონ მათი როლი თანამედროვე მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმებთან:
 ფიზიკა
·         მოსწავლემ შეძლოს ბგერის, როგორც ტალღის დახასიათება რაოდენობრივად, თვისებრივად.
·         ექსპერიმენტულად შეისწავლოს ბგერის წარმოქმნა და გავრცელება(ვირტუალური ლაბორატორია), მოიპოვოს ინფორმაცია სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ, გამოთქვას ვარაუდი განსხვავების გამომწვევ მიზეზებზე     http://www.youtube.com/watch?v=DZP5u53xlUk
    http://aquatoria.net/fakty-o-vode/unikalnye-svojstva-vody.html


        მოიპოვოს ინფორმაცია ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის შესახებ გააანალიზოს და წარმოადგინოს დიაგრამის სახით. 
 ბიოლოგია
ეისწავლონ და დაახასიათონ სმენის ორგანო- ყური დააკვირდნენ ბგერების მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და გამოყონ დადებითი და უარყოფითი მხარეები
 მუსიკა
·         კლასიკური მუსიკა
·         ხმაური

      მოქმედებები და აქტივობები:
      პროექტზე მომუშავე ჯგუფების შექმნა და შესასრულებელი სამუშაოს განაწილება
           ა) ფიზიკოსები-მოიძიონ  ვიდეო, აუდიო მასალა და  ჩაატარონ ექსპერიმენტი ბგერიტი ტალღების წარმოშობასა და გავრცელებაზე. ინფრა და ულტრა ბგერებზე.
        ბ) ბიოლოგები- რატომ გვესმის ბგერები და როგორ ხდება ინფორმაციის მიწოდება და მიღება ცოცხალ ორგანიზმებში? როგორი აგებულება აქვს ყურს? როგორ ახსნით იმ ფაქტს რომ ადამიანს შეუძლია გაიგონოს მხოლოდ განსაზღვრული სიხშირის ბგერითი ტალღები? 
      გ) მუსიკოსები და ექიმები- ბგერითი ტალღები სასარგებლოა, ხომ არ შეიძლება რომ იგი საზიანოც იყოს? როგორი მუსიკა ამშვიდებს? სმენას და ხმას გაფრთხილება უნდა?

     დ) ინჟინრები- მოამზადონ მოწყობილობა ბგერითი ტაღების სადემონსტრაციოდ და მოიძიონ ინფორმაცია ხმაურთან ბრძოლის მეთოდებზე
მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი
ვადები ხანგრძლივობა- ერთი კვირა

პროექტის ფასილიტატორი: ნონა გორგაძე ფიზიკის პედაგოგი

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS