პროექტი: რატომ ჩნდება ცისარტყელა?
პროექტის მოკლე
აღწერა: სინათლის ტალღურ ბუნებაზე დაკვირვება და სინათლის
დისპერსიის(თეთრი სინათლის ფერებად დაშლის ) მოვლენის ექსპერიმენტული დასაბუთება. სამყაროს
მრავალფეროვნების აღქმის პროცესში სინათლის ძირითადი როლის გამოვლენა. ცისარტყელას
წარმოქმნის პირობების გამორკვევა და სპექტრის ფერების შესწავლა.
პროექტის მიზანი
და კავშირი ეროვნულ სასწავლო მიზნებთან:
ბუნ.IX.9 მოსწავლე
იკვლევს სინათლის გავრცელებას
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად
·
აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან
და არაერთგვაროვან გარემოში(გარდატეხა, ფერებად დაშლა)
პროექტის მსვლელობა:
1) აქტივობა-
პროექტზე მომუშავე ჯგუფების შექმნა,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
2) აქტივობა-ჯგუფების შეხვედრა ი.გოგებაშვილის მოთხრობა
„ცისარტყელა“-ს გაცნობა და გარჩევა
3) აქტივობა- ჯგუფებს შორის შესასრულებელი სამუშაოს
დანაწილება:
1-ჯგუფი -„თეორეტიკოსები“
მოიძიონ ინფორმაცია და წარმოადგინონ პრეზენტაცია თემაზე: “ რატომ ჩნდება ცისარტყელა?“
2-ჯგუფი-„მკვლევარები“
გამოთქვან ვარაუდი სინათლის დისპერსიის გამომწვევ მიზეზებზე
და ექსპერიმენტული კვლევის გზით დაასაბუთონ გამოთქმული ვარაუდი. მიღებული შედეგი გადაამოწმონ
ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით
3- ჯგუფი-„პრაქტიკოსები“
მოიძიონ ინფორმაცია და წარმოადგინონ პრეზენტაცია თემაზე-„როგორ
ვხედავთ ფერებს?“
მონაწილეთა ასაკი-14-15წელი
ვადები-2
კვირა
პროექტის ხელმძღვანელი-
ფიზიკის პედაგოგი ნონა გორგაძე
1 comments:
Post a Comment