კინემატიკა
- ორი ავტომობილი მოძრაობს ერთმანეთის შესახვედრად, დედამიწის მიმართ 90კმ/სთ და 15მ/წმ სიჩქარეებით. განსაზღვრეთ ავტომობილების სიჩქარე ერთმანეთის მიმართ. პას: 40მ/წმ
- 3მ სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ბურთი იატაკიდან ახტა და დაიჭირეს 1მ სიმაღლეზე, იპოვეთ ბურთის მიერ გავლილი გზა გადაადგილება. პას: გავლილი გზა 4მ, გადაადგილება2მ
- ტურისტმა ჩრდილოეთის მიმართულებით გაიარა 3კმ, შემდედ დასავლეთის მიმართულებით 4კმ, იპოვეთ ტურისტის მიერ გავლილი მანძილი და გადაადგილება. პას: გავლილი მანძილი7კმ, გადაადგილება5კმ
- რა დროს მოანდომებს 200მ სიგრძის გვირაბის გავლას 100მ სიგრძის მატარებელი, თუ მისი სიჩქარეა36კმ/სთ პას:30წმ
- ავტომობილი 600კმ-ის გავლას ანდომებს 10 სთ-ს იპოვე მისი სიჩქარე? პას:60კმ/სთ
- თანაბარია თუ არა სხეულის მოძრაობა, თუ იგი ყოველ წუთში10მ-ს გადის? პას:პასუხის გაცემა შეუძლებელია
- ველოსიპედისტმა 24 კმ გაიარა 2 საათში, შემდეგ გზა განაგრძო ფეხით და 30 წთ-ში გაიარა 2კმ. იპოვეთ მოძრაობის საშუალო სიჩქარე. პას: 10,4კმ/სთ
- 72კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სიჩქარე 5წმ-ით ადრე 36კმ/სთ -იყო. რა აჩქარებით მოძრაობდა ავტომობილი? პას: 2მ/წმ2
- რა აჩქარებით მოძრაობდა ავტომანქანა, თუ ერთ კილომეტრ მანძილძე მისი სიჩქარე გაიზარდა 54-დან 90კმ/სთ- მდე? პას:0,01მ/წმ2
- მატარებლის დაძვრიდან რამდენ ხანსი გახდება მისი სიჩქარე 72კმ/სთ თუ აჩქარება1მ/წმ2 ია? პას: 20წმ
- 500მ გზაზე სხეულმა თავისი სიჩქარე შეცვალა 20მ/წმ- დან 108კმ/სთ-მდე რისი ტოლია ამ სხეულის აჩქარება? პას: 0,5მ/წმ2
დინამიკა
მექანიკური რხევები და ტალღები
- სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედი ნულის ტოლია, ე.ი. ა. სხეული იმოძრავებს მხოლოდ წრფივად და თანაბრად ბ. სხეული მხოლოდ უძრავია გ. სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად ან უძრავია
- სპილენძის სიმკვრივეა 8900კგ/მ3 ნიშნავს, რომ ა. 8900კგ სპილენძის მოცულობა 8900მ3-ია. ბ. 8900კგ სპილენძის მოცულობა 1მ3-ია. გ. 1კგ სპილენძის მოცულობა 8900მ3-ია.
- 500გ მასის სხეულზე მოქმედებს ურთიერთსაპირისპიროდ მიმართული 2 ძალა: 200ნ და 700ნ. რა აჩქარებას შეიძენს ეს სხეული ა) 1მ/წმ2 ბ)1000მ/წმ2 გ) 1000კნ/კგ დ) 1,8ნ/კგ
- 20ნ ძალის მოქმედებით სხეული იძენს 5მ/წმ2 აჩქარებას. რა აჩქარებას შეიძენს 100ნ ძალის მოქმედებით იგივე სხეული ა) 4მ/წმ2 ბ) 20მ/წმ2 გ) 25მ/წმ2 დ) 100მ/წმ2
- რა ძალით ურთიერთქმედებენ 3სმ-ით დაშორებული 2კგ და 5კგ მასის სხეულები? ა) 7,4 *10-10 ნ ბ) 7,4 *10-7 ნ გ) 0,74 *10-10 ნ დ) 108 ნ
- რა მასის ჩანთა უჭირავს 50კგ მასის ბავშვს,თუ ორივეზე ერთად მოქმედი სიმძიმის ძალაა 600 ნ?
- ლიფტმა 2მ/წმ2 აჩქარებით მოძრაობა დაიწყო ზევით. რას უდრის ლიფტში მყოფი 50კგ მასის ადამიანის წონა ლიფტის დაძვრის მომენტში?
ჰიდროსტატიკა
- ბავშვი იწონის 300ნ-ს. მისი ერთი ფეხსაცმლის ლანჩის ფართობია 0,03მ2 წნევა, რომელსაც ბავშვი თოვლზე სიარულისას აწარმოებს, ტოლია: 9პა; 10000პა; 90კპა; 5000პა
- 30სმ3 მოცულობის სხეულის მასაა 219გ. რა მასა ექნება იმავე ნივთიერების 1,5დმ3 მოცულობის სხეულს? 109,5გ 10,95კგ 1,095გ 109,5კ
- რა სიღრმეზეა ზღვაში წნევა 206კპა? ზღვის წყლის სიმკვრივეა 1030კგ/მ3 10მ 12მ 20მ 200სმ
- ჭურჭელში ასხია 42სმ სიმაღლისა და 900კგ/მ3 სიმკვრივის სითხე. მის გვერდით წახნაგზე წნევა იქნება: 3780პა 1890პა 37,8კპა 18,9კპა
- ზიაჭურჭელში ასხია წყალი და ვერცხლისწყალი, წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ3, ვერცხლისწყლის-13,6გ/სმ3. ვერცლისწყლის და წყლის დონეთა სხვაობაა 2სმ. რას უდრის წყლის სვეტის სიმაღლე? 20სმ 0,17მ 2,16სმ 2,72მ
- სითხეში ჩაძირვისას სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მასაა 400გ. რას უდრის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა? 4000ნ 40კნ 4ნ 4კნ
- წყალში ჩაშვებულ მასიურ სპილენძის სხეულზე მოქმედებს 5ნ. ამომგდები ძალა, რას უდრის ამ სხეულის მასა თუ წყლის სიმკვრივეა 1000 კგ/მ 3 , სპილენძის-8900კგ/მ3 8,9კგ 4,45კგ 445გ 890გ
- აირი, რომელიც მოთავსებული იყო მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, გაათბეს. რა ცვლილებები მოხდა ამ დროს? გაიზარდა აირის მასა გაიზარდა აირის წნევა შემცირდა აირის წნევა
- 0,5 კგ მასის
წიგნი, რომლის
ზომებია 0,2 მ
х 0,25 მ. მოთავსებულია მაგიდაზე.
რა წნევას
აწარმოებს წიგნი
მაგიდის ზედაპირზე
(
- რისი ტოლია 1200 კგ/მ3 სიმკვრივის სითხის წნევა 50სმ სიღრმეზე? 60პა 600 პა 6000 პა 60000 პა
1. ზამბარაზე დამაგრებული სხეულის მასის 9-ჯერ გაზრდით რხევის პერიოდი
9-ჯერ გაიზრდება 9-ჯერ შემცირდება 3-ჯერ გაიზრდება 3-ჯერ შემცირდება
2. მათემატიკური ქანქარის სიგრძის 16-ჯერ შემცირებით რხევის პერიოდი
4-ჯერ შემცირდება
4-ჯერ გაიზრება 16-ჯერ შემცირდება 16-ჯერ გაიზრდება
3. ტალღას გადააქვს
ნივთიერება;
ენერგია
; ნივთიერება და ენერგია; მხოლოდ ნივთიერება;
4. ბგერის ხმამაღლობა დამოკიდებულია რხევის
სიხშირეზე ამპლიტუდაზე მასალის
გვარობაზე სიხშირეზე და ამპლიტუდაზზე
5. ბგერის გავრცელების სიჩქარეა 330მ/წმ. რა მანძილზეა დაბრკოლება , თუ ექოს
გავიგებთ 2წმ-ში? 660მ 165მ 6600მ 330მ
6. რას უდრის ტალღის სიგრძე,თუ მისი გავრცელების სიჩქარეა 1200მ/წმ, ხოლო
პერიოდი 0,5წმ? 2400მ/წმ 60მ 600მ 2400მ
7. ბგერის ტონი დამოკიდებულია რხევის
ამპლიტუდაზე; მერხევი სხეულის მასალის გვარობაზე; სიხშირეზე
და ამპლიტუდაზე; სიხშირეზე
8. ბგერის სიჩქარე ყველაზე დიდია
მყარ სხეულში სითხეებში აირებში არ არის დამოკიდებული გარემოზე
მუშაობა, სიმძლავრე, ენერგია
- რა მუშაობა შეასრულა 200ნ-მა ძალამ ამ ძალის გასწვრივ 200სმ-ზე სხეულის გადაადგილებისას? 40კჯ 400ჯ 100ჯ 100კჯ
- 500 კგ მასის ტვირთის 25მ სიმაღლეზე ატანისას ბაგირის დაჭიმულობის ძალა ასრულებს მუშობას? 1200ჯ 125კჯ 12,5კჯ 20ჯ
- რა სიმძლავრე უნდა განავითაროს 5ტ მასის თვითმფრინავმა , რომ 4 წთ-ში 3000მ სიმაღლეზე აფრენა შეძლოს? 625ვტ 625კვტ 37500ვტ 375კვტ
- სხეულის იმპულსია 8კგ მ/წმ, კინეტიკური ენერგია კი 16ჯ. იპოვეთ სხეულის მასა და სიჩქარე? 4მ/წმ; 4კგ 2მ/წმ; 4კგ 2კგ;2მ/წმ 2კგ; 4მ/წმ
- ზამბარის 4 მმ-ით გასაჭიმად საჭიროა 0,02 ჯ მუშაობა. რა მუშაობა უნდა შესრულდეს ამ ზამბარის 4 სმ-ით გასაჭიმად? 2ჯ 0,2ჯ 20ჯ 200ჯ
- რა მუშაობა უნდა შევასრულოთ , რომ მიწაზე დაგდებული 2მ სიგრძისა და 100კგ მასის ერთგვაროვანი ღერო დავაყენოთ ვერტიკალურად? 2კჯ 200ჯ 1000ჯ 10 კჯ
- 5მ სიღრმიდან წყლის ზედაპირზე ამოაქვთ 0,6მ3 მოცულობის ქვა, რომლის სიმკვრივეა 2500კგ/მ3. წყლის სიმკვრივეა1000კგ/მ3. ქვის ამოსატანად საჭირო მუშაობაა? 375კჯ 3,75მგჯ 45კჯ 75კჯ
- რა დროის განმავლობაში უნდა მუშაობდეს 40კვტ სიმძლავრის ტუმბო, რომ 80მ სიღრმის შახტიდან ამოტუმბოს 200მ3 მოცულობის წყალი? წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ3? 4000წმ 2სთ 30წთ 40წმ
- რა უდიდეს სიმაღლეს მიაღწევს 10მ/წმ სიჩქარით შვეულად ასროლილი სხეული?10მ 50მ 5მ 50სმ
- 2სმ-ით გაჭიმული ზამბარის პოტენციური ენერგია გამოთვალეთ,თუ მისი სიხისტეა 150კნ/მ ? 75ჯ 30ჯ 300ჯ 300კჯ
- მზიან დღეში ვერტიკალურად დაყენებული მეტრიანი სახაზავის ჩრდილის სიგრძეა 60სმ, ხოლო ხის ჩრდილისა-6მ, რა სიმაღლისაა ხე? 10მ 14მ 6მ 5,4მ.
- დაცემის კუთსის რა მნიშვნელობისას იქნება დაცემული და არეკლილ სხივებს შორის კუთხე 1200? a) 900 b) 300 g) 600 d) 1200
- ბრტყელ სარკეს გოგონა უახლოვდება 2მ/წმ სიჩქარით. რა სიჩქარით უახლოვდება გოგონა თავის გამოსახულებას? 1მ/წმ-ით 2მ/წმ-ით 4მ/წმ-ით 8მ/წმ-ით
- ოპტიკურად ნაკლებად მკვრივი გარემოდან მეტად მკვრივ გარემოში სინათლის გავრცელებისას სინათლის სიჩქარე მცირდება იზრდება არ იცვლება არ არის დამოკიდებული გარემოზე
- სამკუთხა მინის პრიზმაში სინათლის გავლისას ყველაზე მეტად გარდატყდება: წითელი ცისფერი მწვანე იისფერი
- 10 დიოპტრი ოპტიკური ძალის ლინზის წინ 12,5 სმ მანძილზე მოთავსებულია სანთელი. ლინზიდან რა მანძილზე მიიღება სანთლის გამოსახულება და როგორი იქნება იგი? 50სმ, გადიდებული 4-ჯერ; 50სმ, შემცირებული 4-ჯერ 25სმ, შემცირებული 2-ჯერ 25 სმ, გადიდებული 2-ჯერ
- თვალიდან რა მანძილზე უნდა დაიჭიროს სარკე ნორმალური მხედველობის ადამიანმა სახის ყურადღებით დასათვალიერებლად? 12,5სმ 25სმ 30სმ 40სმ
3 comments:
გილოცავ ნონა ბლოგის შექმანას გისურვებ წარმატებებს და ბევრ მკითხველს:)
ძალიან საინტერესო მასალებია, იმედი მაქვს კიდევ უფრო ბევრ საინტრესო ინფორმაციებს გაგვიზიარებ:)
testebs pasuxebi aq aqvs?
Post a Comment