1)
პროექტის
სახელწოდება: “ენერგოეფექტურობა“
2) პროექტის
მთავარი იდეა: ენერგოეფექტური სახლის პროექტის შემუშავება და ენერგიის
დანახარჯის შემცირებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა.
3) პროექტის აქტუალობა:
დღეისათვის ენერგიის
მიღების ძირითად
გზად, ანუ
სიცოცხლის ძირითად
წყაროდ , მიუხედავად კაცობრიობის მიერ
საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი უზარმაზარი ცოდნისა და
გამოცდილებისა, კვლავ
ცეცხლი – წიაღისეულის(ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი
აირი) წვის
პროცესი რჩება. ცეცხლის საბოლოო
პროდუქტი –სათბურის
გაზი– ნახშირორჟანგი–CO2, რომლის კონცენტრაციის არნახული ზრდა ატმოსფეროში იწვევს
გლობალურ დათბობას,
რომელიც სიცოცხლის
განადგურებით ემუქრება
კაცობრიობას. კლიმატის ცვლილება
ხაშურის რაიონსაც შეეხება, სწორედ
ამიტომ არის
მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობა აქტიურად
ჩაერთოს ენერგოდამზოგ ღონისძიებებში და
ფართოდ დაინერგოს
ეკოლოგიურად სუფთა
ენერგოტექნოლოგიები.
4) პროექტის მიზნები: მოსახლეობის აქტიურად ჩაერთვა
ენერგოდამზოგ ღონისძიებებში და მათი ინფორმირება თემაზე:
როგორ დავნერგოთ ეკოლოგიურად სუფთა
ენერგოტექნოლოგიები ყოველღიურ ყოფაცხოვრებაში.
5) მონაწილეთა ასაკი: 15წელი
(IXკლ)
6) ვადები/ხანგრძლივობა: ორი
კვირა
7) მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩვენი პროექტი გათვლილია ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა
და მოსწავლეებზე. ყველა ისინი ენერგორესურსების მომხმარებლები არიან. ჩვენ გვაქვს მკაფიო გზავნილი მათთვის – შესაძლებელია ენერგიისა და ფულის ერთდროულად დაზოგვა ისე, რომ შედეგი ბევრად უკეთესი იყოს. ვფიქრობთ, რომ პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც უფრო მომჭირნედ გამოიყნებს ენერგორესურსებს, ასევე საკუთარი ყოფა-ცხოვრების გასაუმჯობესებლად მიმართავს ენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროებს. გარდა ამისა, სახეზეა სხვა პოზიტივიც –ახალი ენერგო პროექტი ხელს შეიუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება რანდენიმე პრეზენტაცია, გამზადდება კითხვარი
კვლევის ჩასატარებლად, გამზადდება ბუკლეტები, წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტური სახლის
პროექტი, გამზადდება რეფერატები თემაზე: “თბოიზოლატორები“, „ენერგოეფექტურობა“
8) პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
პროექტორი, ფილმი–
„გლობალური დათბობა“ -Al
gore presentation.jpg
ვიდეო ფილმები: solar Energi-You tube-დან
ოქსფორდის მეცნიერებათა
ენციკლოპედია
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ
გამოქვეყნებული „ორჰუსის ცენტრი საქართველოში“–ის
მიერ მომზადებული რუბრიკა
მოსწავლეთა მიერ საპრეზენტაციო პროგრამა-
powerpoint2007-ში გამზადებული პრეზენტაციები,
word 2007-ში
გამზადებული კითხვარი, ბუკლეტი
ექსპერტ ნელი ვერულავას მიერ
მომზადებული მასალა http://www.energyonline.ge/energyonline/issu3_sep_2010/2_energoefecturoba/geo/EE-Brochure-geo.pdf
9)პროექტის მსვლელობა:
1. აქტივობა: პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეკრება.
2. აქტივობა: პრობლემის გამოვლენა და მისი გადაჭრის
გზების დასახვა.
არსებული პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტეთ ჩავატაროთ
კვირეული, რომლის ფარგლებში მოხდება: ორი შეხვედრა ჩვენი სკოლის
მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან .
როგორც მოგეხსენებათ ენერგოეფექტურობა მაღალგანვითარებული საზოგადოების ნიშანია.
თითოეულ ადამიანს
შეუძლია თავისი
წვლილი შეიტანოს
ენერგოეფექტიანობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრის
საქმეში.
3. აქტივობა:
შესასრულებელი სამუშაოების განაწილება ჯგუფის წევრებს შორის
I-ჯგუფი
მოიძიონ
ინფორმაცია თემაზე: - ენერგო ეფექტური სახლი;
გაამზადონ
პრეზენტაცია თემაზე: -ენერგო ეფექტური სახლი;
წარმოადგინოს ენერგოეფექტური სახლის
(მშენებლობის პროექტი) პროექტი
II–ჯგუფი
მოიძიონ ინფორმაცია
თემაზე:–თბოიზოლატორები;
გაამზადონ პრეზენტაცია
თემაზე: - თბოიზოლატორები;
III–ჯგუფი
მოიძიონ ინფორმაცია თემაზე: - ეკონომიური ელექტრო ხელსაწყოები.
გაამზადონ პრეზენტაცია თემაზე: - ეკონომიური ელექტრო ხელსაწყოები.
IV–ჯგუფი
გაამზადონ კითხვარი გამოკვლევისათვის: –„რამდენად
ენერგოეფექტურია ჩვენი საცხოვრებელი სახლი“ და“
გამზადებული კითხვარის დარიგება
ბუკლეტების გამზადება მოსახლეობის ინფორმირებისათვის
ფილმის „გლობარული დათბობა“ და
ვიდეო მასალის „solar Energi“-You tube–დან მოძიება და
პრეზენტაცია
პროექტის “ენერგოეფექტურობა“ შედეგების შეჯამება
4. აქტივობა: პირველი შეხვედრა ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან
–მინი ლექცია
პირველ ეტაპზე
გადავწყვიტეთ მოვახდინოთ მსმენელთა ინფორმირება თემაზე: რას გულისხმობს ენერგიის ალტერნატიული წყაროები და
ენერგოეფექტურობა.
5.აქტივობა:
ფილმის ჩვენება „გლობალური დათბობა“
7.აქტივობა: კომპეტენტური პირის რეკომენდაცია – პირდაპირი ჩართვა skype-ის
გამოყენებით „ორჰუსის ცენტრი საქართველოში“ წარმომადგენლის –ექსპერტი ნელი ვერულავა
8. აქტივობა:
გამზადებული კითხვარის დარიგება
შეხვედრის ბოლოს მსმენელებს დავურიგებთ გამზადებულ კითხვარს კვლევის ჩასატარებლად: „რამდენად ეფექტურია
ჩვენი საცხოვრებელი სახლი” და
“რომელი უფრო ეკონომიურია გაზქურა თუ
ელექტროჩაიდანი”.
9.აქტივობა: მეორე შეხვედრა
ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან – დისკუსია
მოვახდენთ
კვლევის შედეგების ანალიზს
რა შეგვიძლია შევცვალოთ
თითოეული ჩვენთაგანის საცხოვრებელ სახლში, რათა მეტი ენერგია დავზოგოთ და გავარკვევთ
ელექტრო ენერგიის მოხმარება
უფრო ეკონომიურია თუ ბუნებრივი აირის?
10. აქტივობა:
პრეზენტაციები თემებზე: „ენერგო ეფექტური სახლი;
„თბოიზოლატორები; „ეკონომიური ელექტრო ხელსაწყოები; „ ენერგოეფექტური სახლის (მშენებლობის პროექტი) პროექტი“
11. აქტივობა:
ვიდეო მასალის ჩვენება „მზის ენერგია“
12. აქტივობა:
კვლევის შედეგების პრეზენტაცია, წარმოდგენა
დიაგრამების სახით
13. აქტივობა: პროექტის “ენერგოეფექტურობა“ შედეგების შეჯამება, შეფასება
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: საგანი: ფიზიკა, გეოგრაფია, მათემატიკა, ისტი
ბუნ.IX.5. მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების
შესახებ
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: განასხვავებს
ენერგიის ფორმებს, მოიპოვებს ინფორმაციას მის ლოკალურ გარემოში არსებული ბუნებრივი
ენერგიის წყაროების შესახებ და სახავს მისი ეფექტურად გამოყენების გზებს.
ბუნ.IX.6. მოსწავლე ახასიათებს ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აღწერს კავშირს
შესრულებულ მუშაობასა და დახარჯულ ენერგიას შორის, მსჯელობს ენერგიის შენახვის შესახებ
ბუნ.IX.7. მოსწავლე ახასიათებს სითბოცვლის პროცესებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მოიპოვებს და
აანალიზებს ინფორმაციას ბუნებრივი თბოიზოლატორების შესახებ (მაგ. ჰაერის საფარი, ბეწვი,
ცხიმი), მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან სითბოს შენარჩუნების შესახებ
(მაგ. ბინის იზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი) და აკეთებს პრეზენტაციას;
მათ. გაძ. IX.5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული
საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასრულებს გამოთვლებს
და ადარებს ორ მარტივად/რთულად დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას,
დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის განსხვავებაზე;
· მსჯელობს ტექნოლოგიების
გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ეთიკური/სოციალური ხასიათის პრობლემების შესახებ (სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ინტერნეტში;
საინფორმაციო ტექნოლოგიების/პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის უფლება/მოვალეობები,
მომსახურე მხარის უფლება/მოვალეობები);
მათ. გაძ. IX.13. მოსწავლეს შეუძლია
მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და
აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
· არჩევს დაუჯგუფებელ
რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს
და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
· ერთი გრაფიკული ფორმით
წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს
თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს
გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითი ასპექტების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ
პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე
და ადგენს შესაბამის სქემას;
·
გლობალური პრობლემების ნუსხიდან
გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ
ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის
მიმდინარეობის ამსახველ სქემას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნონა გორგაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gorgadzenona71@gmail.com
0 comments:
Post a Comment