როგორ მოვიპოვოთ და წარმოვადგინოთ მონაცემები?

გაკვეთილის  მთავარი თემა
საგანი
 როგორ მოვიპოვოთ და წარმოვადგინოთ მონაცემები?
მათემატიკა, ისტ-ი
სწავლების საფეხური
I  საფეხური   VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე
სპეციალური საჭიროების მქონე  0
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
სტატისტიკური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ბევრი ისეთი თვისების (ჩვევის) ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე. სტატისტიკა (ქართულად status- მდგომარეობა) არის მეცნიერება ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის შესახებ, მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის შესახებ

























გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • მონაცემების შეგროვების საშუალებების გაცნობის შემდეგ, ინფორმაციის შეგროვებისას მონაცემთა მოპოვების შესაფერისი ხერხების შერჩევისა და გამოყენების უნარის გამომუშავება
  • . სტატისტიკური ექსპერიმენტების ჩატარების შეთავაზება, გაზომვის და დაკვირვების მეთოდით.
  • მოსწავლემ შეძლოს ელექტრონულ ფორმატში, Microsoft office Excel-ის გამოყენებით ცხრილის აგება და მონაცემების შეტანა.
  • მოსწავლემ უნდა შეძლოს თითოეული ტიპის ცხრილს მოარგოს შესაბამისი( წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი,წრიული) დიაგრამა.
  • მოსწავლემ უნდა შეამჩნიოს თუ როგორ აადვილებს მონაცემთა დამუშავებას და ანალიზს ხელსაყრელი ფორმით გამოსახვა.

შედეგი
მათ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება
ინდიკატორები
Ø  ატარებ მარტივ  გაზომვებს, აგროვებს მონაცემებს
Ø  ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის სასუალებას(დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა ამოკრება) და იყენებს მას, ასევე ასაბუთებს თავის არჩევანს
მათ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი  მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა
 ინდიკატორები
Ø  ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას და დალაგებას
Ø  ქმნის მონაცემთა ცხრილებს, მათ შორის, დაჯგუფებული მონაცემების შემთხვევაში
Ø  აგებს წრიულ, სვეტოვან და ხაზოვან დიაგრამებს (როდესაც მონაცემები იძლევა ამის საშუალებას)

მათ. VI.10.  პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის,მოცულობის გამოთვლა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის წილადების გამოყენებით);

 მათ. VI.7.  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა

ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;

Ø  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან  სივრცითი ფიგურის ზადაპირის  ფართობის და მოცულობის გამოთვლა, ისტ-ის გაკვეთილზე შეისწავლეს საოფისე პროგრამა Excel-ი და მისი გამოყენება


შეფასების საგანი და პროცედურები

 კითხვაზე პასუხით, ჩანაწერების გაცნობით, ნამუშევრის პრეზენტაციით ვადგენ მოსწავლე :
1.მოიპოვებს თუ არა ინფორმაციას -გაზომვის და დაკვირვების  მეთოდით.
2.აწარმოებს თუ არა  ჩანაწერებს-ადგენს სიას, ცხრილს, დიაგრამას.
3.ელექტრონულ ფორმატში აგებს თუ არა სხვადასხვა დიაგრამებს (ერთი და იგივე ან სხვადასხვა) მონაცემებისათვის.
4. აკეთებს თუ არა პრეზენტაციას.
შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით, როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

 სახელმძღვანელო მათემატიკა მე-6 კლასი, ავტორი ირინა რუხაძე
კომპიუტერი-5ცალი, მასში ჩაწერილი საოფისე პროგრამებით, პროექტორი -1ცალი, გეომეტრიული ფიგურები, წინასწარ გამზადებული ბარათები, თაბახის ფურცლები, სახაზავი, საწერი კალამი





გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 საორგანიზაციო საკითხები-2წთ
                                        1 ფაზა- გამოწვწვა
1.აქტივობა - „ კითხვაზე  პასუხი“ – 5წთ
მიზანი: გავლილი მასალის გამეორება, ერთმანეთთან დაკავშირება
მოქმედებები: მასწავლებელი გამზადებული პრეზენტაციის გამოყენებით ახდენს მოსწავლეთა მოტივირებას.
სვავს კითხვებს:
  1. გავიხსენოთ რა არის ფიგურის ფართობი და როგორ გამოითვლება იგი?
  2. გაიხსენე რა არის მოცულობა, და როგორ გამოითვლება იგი?
  3. დაასახელე შენთვის ნაცნობი მონაცემთა მოპოვების გზები ?  
  4. დაასახელე შენთვის ნაცნობი მონაცემთა წარმოდგენის გზები?
მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს


                                      2 ფაზა- ცოდნის კონსტრუირება
2. აქტივობა- „ჯგუფური მუშაობა“-    20 წთ
მიზანი:  მონაცემთა შეგროვების, ანალიზის, წარმოდგენის, ჯგუფური მუშაობის( კომუნიკაციის, სხვისი აზრის პატივისცემის) უნარების განვითარება.
მოქმედებები: მასწავლებელი ურიგებს თითოეულ მოსწავლეს წინასწარ გამზადებულ ბარათებს (გეომეტრიული ფიგურებით). მსგავსი ფიგურების დაჯგუფების გზით ხდება ჯგუფის ფორმირება(სულ 3 ჯგუფი, 4 კაციანი).
მოსწავლეებს მაგიდაზე ხვდებათ დავალების შესასრულებლად საჭირო ყველა მასალა( გეომერტიული ფიგურები, სახაზავი, ფურცლები საწერი კალამი, კომპიუტერი ჯგუფში 1ცალი). მასწავლებელი აცნობს მათ შესასრულებელ დავალებას:
  • დაინაწილონ მაგიდაზე მყოფი მართკუთხაპარალელეპიპედები და ინდივიდუალურად გამოთვალონ ამ ფიგურათა ზედაპირის ფართობები და მოცულობები.
  • საოფისე პროგრამა Microsoft office Excel-ის გამოყენებით  მოპოვებული მონაცემებით ცხრილის აგება და ჯგუფის წევრების მიერ შეგროვილი მონაცემების შეტანა.
  • ცხრილის შესაბამისი დიაგრამის აგება.
3ფაზა- რეფლექსია

3. აქტივობა- „ჯგუფური ნამუშევრის პრეზენტაცია“-10 წთ
მიზანი: ცოდნის შემოწმება
მოქმედებები: თითოეული ჯგუფის ერთი წევრი მასწავლებლის დახმარებით პროექტორით წარმოადგენს ნამუშევრის პრეზენტაციას.
4.აქტივობა-შეფასება-5წთ
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის შეფასება
შეფასების გასაიოლებლად სამივე ჯგუფს მივეცი ერთნაირი დავალება.
მოქმედებები: პრეზენტაციის შედეგების შედარებით მასწავლებელი, ჯგუფები ახდენენ ნამუშევრების შეფასებას
5.აქტივობა-  საშინაო დავალება“-2წთ
მათემატიკის სახელმძღვანელო- ავტორი- ირინა რუხაძე
გვ.203  დასაწერად დავალება   ნომერი:  1
                                                                         2



  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment