პროექტი- " ბგერითი ტალღები და ადამიანის ჯანმრთელობა"


 ძირითადი შეკითხვა: ყოველთვის სასარგებლოა ბგერითი ტალღები ცოცხალი ორგანიზმებისათვის?
პროექტის მიზანი: ექსპერიმენტული კვლევის გზით მოსწავლეებმა შეისწავლონ ბგერითი ტალღები, დაამყარონ შესაბამისობა ბგერის მახასიათებელ სიდიდეებს შორის და დაასაბუთონ გამოთქმული ვარაუდები ბგერითი ტალღების შესახებ. 
(სიხშირე, ამპლიტუდა, ტონი, ხმამაღლობა). შეისწავლონ და დაახასიათონ ცოცხალ ორგანიზმებში ბგერის წარმომქმნელი და მიღები ორგანოები. მოიძიონ ინფორმაცია  და ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში დააკვირდნენ როგორ მოქმედებს ბგერითი ტალღები ადამიანზე, გაიგონ რა განსხვავებაა ხმაურსა და მუსიკას შორის. გამოყონ დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოიძიონ ინფორმაცია რა საშუალებებით შეიძლება შევამციროთ ბგერიტი ტალღების უარყოფითი ზეგავლენა. შეისწავლონ და დაახასიათონ ინფრაბგერები და ულტრა- ბგერები და გაარკვიონ მათი როლი თანამედროვე მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმებთან:
 ფიზიკა
·         მოსწავლემ შეძლოს ბგერის, როგორც ტალღის დახასიათება რაოდენობრივად, თვისებრივად.
·         ექსპერიმენტულად შეისწავლოს ბგერის წარმოქმნა და გავრცელება(ვირტუალური ლაბორატორია), მოიპოვოს ინფორმაცია სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ, გამოთქვას ვარაუდი განსხვავების გამომწვევ მიზეზებზე     http://www.youtube.com/watch?v=DZP5u53xlUk
    http://aquatoria.net/fakty-o-vode/unikalnye-svojstva-vody.html


        მოიპოვოს ინფორმაცია ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის შესახებ გააანალიზოს და წარმოადგინოს დიაგრამის სახით. 
 ბიოლოგია
ეისწავლონ და დაახასიათონ სმენის ორგანო- ყური დააკვირდნენ ბგერების მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და გამოყონ დადებითი და უარყოფითი მხარეები
 მუსიკა
·         კლასიკური მუსიკა
·         ხმაური

      მოქმედებები და აქტივობები:
      პროექტზე მომუშავე ჯგუფების შექმნა და შესასრულებელი სამუშაოს განაწილება
           ა) ფიზიკოსები-მოიძიონ  ვიდეო, აუდიო მასალა და  ჩაატარონ ექსპერიმენტი ბგერიტი ტალღების წარმოშობასა და გავრცელებაზე. ინფრა და ულტრა ბგერებზე.
        ბ) ბიოლოგები- რატომ გვესმის ბგერები და როგორ ხდება ინფორმაციის მიწოდება და მიღება ცოცხალ ორგანიზმებში? როგორი აგებულება აქვს ყურს? როგორ ახსნით იმ ფაქტს რომ ადამიანს შეუძლია გაიგონოს მხოლოდ განსაზღვრული სიხშირის ბგერითი ტალღები? 
      გ) მუსიკოსები და ექიმები- ბგერითი ტალღები სასარგებლოა, ხომ არ შეიძლება რომ იგი საზიანოც იყოს? როგორი მუსიკა ამშვიდებს? სმენას და ხმას გაფრთხილება უნდა?

     დ) ინჟინრები- მოამზადონ მოწყობილობა ბგერითი ტაღების სადემონსტრაციოდ და მოიძიონ ინფორმაცია ხმაურთან ბრძოლის მეთოდებზე
მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი
ვადები ხანგრძლივობა- ერთი კვირა

პროექტის ფასილიტატორი: ნონა გორგაძე ფიზიკის პედაგოგი

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გაკვეთილის გეგმები და პრეზენტაციები


https://docs.google.com/open?id=0B4ah_rMKHSOfYjFnT2Yta2plTUU

https://docs.google.com/document/pub?id=1RKC01845MNJG37J7fkZ07KEFUhsVLn8mxTlRy4G1AkE
https://docs.google.com/present/view?id=dfth94xx_1837c3c6kkdn

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS