მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები


მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები

1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესიამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და  სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2.
ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეები მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ  დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3.
ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაშიეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
4.
გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებებიკარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5.
გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
6.
შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7.
მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი –  ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ .. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1"  შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8.
თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარიკონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა  იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9.
არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდსაჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.


10. იყავით მიუკერძოებელიმასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
11.
ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვებიტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან  და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12.
სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომსსაჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
13.
ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14.
შემოიღეთ "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი" ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
  • დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
  • მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
  • მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
16. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებულისაგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

ჯგუფური მუშაობა


ჯგუფური მუშაობა


  1.         ჯგუფური მუშაობა გამოიყენება როგორც განვლილი მასალის გამეორებისა და განმტკიცების მიზნით, ისე პრაქტიკული მუშაობისას
  2.    ჯგუფური მუშაობა ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს.
  3.      კონსტრუქტივიზმი სწავლას მიიჩნევს, როგორც პროცესს, რომლის დროსაც მოსწავლე თავდ ახდენს  მასალის აგებას ანუ კონსტრუირებას.
  4.       გასათვალისწინებელია,  რომ ჯგუფური მუშაობის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს.
  5.    ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით , თუ რამდენი ბავშვია კლასში, როგორ სივრცეში მოუწევთ მუშაობა, მერხების განლაგებაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ   მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7ს
  6.      კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის სასურველია, თუკი ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნად – ერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური  მიღწევების მქონე მოსწავლეები. 
  7.       საჭიროა, რომ მასწავლებელმა ნათლად განსაზღვროს ინსტრუქციები. მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ.
  8.       კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
  9.      ჯგუფური მუშაობა კომპლექსური პროცესია. იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა
ეფექტურად წარიმართოს საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. მხოლოდ მოსწავლეთა დასმა მაგიდის გარშემო არაა საკმარისი.

მოსამზადებელი სამუშაოები:
  •   რესურსების მომარაგება;
  •   შესაბამისი წინაპირობის შექმნა;
  •   დაგეგმვა;
  •   მასწავლებელს მზად უნდა ჰქონდეს საჭირო რაოდენობის დავალებები, რომლებიც ისე იქნება შერჩეული, რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

10.  ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ სასურველია, თუ მასწავლებელი კლასს გააცნობს მუშაობის შედეგებს და შეაფასებს მთელ პროცესს.

11. ჯგუფურ მუშაობას გააჩნია როგორც დადებითი , ასევე უარყოფითი მხარეები.

დადებითი მხარეები: – ჯგუფურ მუშაობას ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით გააჩნია უპირატესობა.

  •       ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და სოციალიზაციის უნარის განვითარებას.
  •       ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა  და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს.
  •       ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს ემპათიის გრძნობას უვითარებს.
  •      მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას.
  •      აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უარყოფითი მხარეები: 

  •       ჯგუფური მუშაობის თანამშრომლობითი ხასიათი ერთ–ერთი უარყოფითი თვისებაცაა– იგი ხელს უშლის დამოუკიდებლად სწავლას.
  •   ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება და მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება.
  •     ჯგუფური მუშაობის დროს რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება. ვიღაც შეიძლება სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს.
გამოსავალი:  როდესაც რომელიმე მოსწავლე წვლილი არ შეაქვს სამუშაოს შესრულებაში, ეფექტურია, თუ მასწავლებელი თავად გაუნაწილებს მოსწავლეებს დავალებებს. შემდეგ კი მოახდენს შეფასებას როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურად.
  •      შესაძლოა, მოხდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯგუფში, თუკი ჯგუფის რომელიმე წევრს  არასწორი ინფორმაცია აქვს.
  •       მასწავლებლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს პროცესის მართვა.

ჯგუფური მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები:
  •         ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარების უნარი.
გამოსავალი: "წრიული სისტემა" – მასწავლებელი სვამს რამდენიმეპასუხიან კითხვას, მოსწავლეები პასუხობენ რიგ–რიგობით. პროცესი სრულდება მაშინ, როცა კლასში ყველა მოსწავლე უპასუხებს.

  •         ზოგიერთი მოსწავლე ვერ ახერხებს  ჯგუფში ინტეგრირებას.           (მიზეზი: მორცხვობა)
გამოსავალი: მასწავლებელმა თავად გაუნაწილოს ჯგუფის წევრებს როლები.  ფუნქციები ჯგუფში შეიძლება ასე გადანაწილდეს: 
o   ერთი ან რამდენიმე მოსწავლე იქნება პრეზენტატორი; 
o   მკვლევარი 
o   ტექნიკური დირექტორი (ამარაგებს რესურსებით ჯგუფს) 
o   აღმწერი – ინიშნავს ჯგუფის მუშაობის საფეხურებს, ხარვეზებს და მიღწევებს.

  •            პრობლემა შეიძლება შექმნას კომუნიკაციის ნაკლებობამაც, როცა მოსწავლეს უჭირს თავისი აზრის ჩამოყალიბება. ეს კი ართულებს მის მუშაობას და ინტეგრირებას.
გამოსავალი: ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე საჭიროა კომუნიკაციური უნარების გასავარჯიშებელი აქტივობების დაგეგმვა. 
  • ხელის შემშლელია კიდევ მოსმენის ჩვევის  ნაკლებობა.
გამოსავალი: მოსმენის ჩვევის ნაკლებობა ახასიათებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ისინი არ ელოდებიან, როდის დაასრულებს პასუხს კლასელი და არ უსმენენენ. მოსწავლეებში მოსმენის ჩვევის განსავითარებლად არსებობს ასეთი სავარჯიშო, რომელსაც მუისი და რეინოლდსი გვთავაზობენ: სთხოვეთ მოსწავლეს, სანამ თვითონ დაიწყებს პასუხის გაცემას, გაიმეოროს წინა მოსწავლის პასუხი.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

ბლუმის ტაქსონომია

ბლუმისტაქსონომია

  1.     ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემა „ბლუმის ტაქსონომიის“  სახელითაა ცნობილი.
  2.       ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.
  3.     ბლუმის ტაქსონომია იძლევა დეტალურ სტრუქტურას სწავლების დაგეგმვის, სასწავლო მეთოდებისა და ტრენინგის ეფექტური შეფასებისთვის.
  4.     ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტური ანუ შემეცნებითი სფერო მოიცავს 6 დონეს. ეს 6 დონე შეესაბამება აზროვნების, ინტელექტუალური მოქმედებების განსხვავებულ დონეებს მარტივიდან რთულისკენ.
I დონე – ცოდნა.

  • დახასიათება:ეს არის ინფორმაციის ცნობის ან გახსენების დონე. მოიცავს ფაქტების, ცნებების, განმარტებების, წესის, შინაარსის გახსენებას.             
  •  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად შემუშავებული აქტივობები ძირითადად ფაქტების დამახსოვრებას მოითხოვს. მოსწავლეთა ყურადღება ახალი ინფორმაციის აღქმაზე, მის ხშირ გამეორებასა და დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.                
  • სიტყვები:ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: დაალაგე, აღწერე, განსაზღვრე, გაიხსენე, შეარჩიე, დააკავშირე.

II დონე – გაგება.
  • დახასიათება: ამ დონეზე ხდება აზრის გაგება, საკუთარი სიტყვებით ფაქტის გადმოცემა. მოიცავს მსჯელობას, ცნებების ან კონცეფციის აზრის ახსნას და ინტერპრეტაციას, სამოქმედო გზის ან პრობლემის გადაწყვეტის  გზის დასახვას.  
  • აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობები მიღებული ცოდნის ინტეპრეტაციას მოითხოვს მოსწავლეთაგან. მოსწავლეები ასევე შეძლებენ გრაფიკების, ცხრილების თუ დიაგრამების ინტეპრეტირებას.                                         
  • სიტყვები: ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი დავალებებით: ახსენი, შეაჯამე, განსაჯე, მოიყვანე მაგალითი, ილუსტრაცია, დააჯგუფე, შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე. 

III დონე – გამოყენება .
  • დახასიათება:  ეს არის თეორიის პრაქტიკაში და რეალურ სიტუაციაში გამოყენების დონე. ხასიათდება თეორიის პრაქტიკაში გატარებით,  ამოცანის გადაწყვეტით, მოქმედების განხორციელებით.                                                                   
  •   აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობა მოსწავლისაგან მოითხოვს საკუთარი ცოდნის ტრანსფერს (გადატანას), პრაქტიკულ ვითარებაში მის გამოყენებას. მოსწავლეებს ევალებათ მიღებული ცოდნის კონკრეტულ ვითარებაში გამოყენებისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგიების მოფიქრება და რეალიზება.                                                             
  •     სიტყვები: მასწავლებელი მათ შემდეგი დავალებების შესრულებას სთხოვს: გამოიყენე, გადაწყვიტე, განახორციელე, მოამზადე, შეცვალე, ააგე.

IV დონე– ანალიზი.
  • დახასიათება: ამ დონეზე ხდება ელემენტების სტრუქტურის, აგებულების ორგანიზაციული  პრინციპების, შინაგანი მიმართებების ინტერპრეტირება. ეს დონე ხასიათდება პროცესის ან ცნების ნაწილების გამორჩევით, მეთოდოლოგიის ან პროცესის ფუნქციების ანალიზით, ელემენტების მიმართების, მათი  ფუნქციონირების შედეგების თვისებრივი ანალიზით.                                                                  
  •  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად  მომზადებული სასწავლო აქტივობა მოსწავლეებისგან მოითხოვს ერთი მთლიანის, კომპლექსური კონცეფციის შემადგენელ კომპონენტებად დაშლას; მთელსა და მის ნაწილებს შორის არსებული მიმართებების დანახვას, წვდომას; მათ შორის მსგავსება/განსხვავებულობის წვდომით მთლიანის უკეთ გაგებას; რთული კონცეფციების მიღმა მდგარი ძირითადი იდეისა და სტრუქტურის ამოკითხვას, გაგებას.                                       
  •  სიტყვები:  მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს– გააანალიზე, შეადარე, გაზომე, შეამოწმე, ჩაატარე ექსპერიმენტი, გამოსახე გრაფიკულად, ააგე დიაგრამა, შეაფასე.
     
     V დონე– სინთეზი.
  • დახასიათება: ეს დონე ხასიათდება ახალი უნიკალური სტრუქტურის, სისტემის მოდელის შემქნით, ახალი იდეის, ახალი მიდგომის ჩამოყალიბებით. ან დონეზე ხდება გეგმისა და პროცედურების შემუშავება, იდეების, საშუალებებისა და მეთოდების ინტეგრირება, ახალი მიდგომების შემუშავება.                                      
  •  აქტივობა:  ამ დონეზე მომზადებული დავალება, საკლასო აქტივობა მოსწავლეებისგან ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს მათთვის უცნობი, სრულიად ახალი პროდუქტის შესაქმნელად. სინთეზის დონე ითვალისწინებს კარგად ნაცნობი ელემენტების (მოვლენების, ფაქტების, საგნების) ახლებურად გააანალიზებას.                                                                                              
  • სიტყვები: მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს შემდეგ დავალებას– შეიმუშავე გეგმა, შექმენი, ააგე, გადაამოწმე, გარდაქმენი, ააწყვე, შეცვალე, შეიმუშავე ჰიპოთეზა და შეამოწმე.
      VI დონე– შეფასება
      
  •      დახასიათება: ამ დონეზე ხდება მოდელის, კონცეფციის ეფექტურობის შეფასება მისი შედეგიანობის თვალსაზრისით, ხდება კრიტიკული ანალიზი, სტრატეგიული ვარიანტებისა და გეგმების შეფასება, რისკების გათვლა.                                                   
  • აქტივობა: ამ დონის დავალებები მოსწავლეებისგან მოვლენების ან ფაქტების შეფასებას, მათზე დასკვნების გამოტანას მოითხოვს ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხარისხი, სანდოობა, ღირებულება, პრაქტიკული მნიშვნელობა. მოსწავლეებს ევალებათ საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი მტკიცებულებების წარმოდგენა, მათი აზრის მიღმა არსებული ლოგიკის პრეზენტაცია და პოზიციის გამყარება მსჯელობებით.                              
  •  სიტყვები: მოსწავლეს აძლევს მასწავლებელი შემდეგ დავალებას: შეაფასე, დაასაბუთ, გამოიკვლიე, მოიყვანე არგუმენტები.
  1. კრიტიკული აზროვნების უნარი ყველაზე მჭიდროდ ბლუმის ტაქსონომიის ყველაზე მაღალ V და  VI საფეხურებთან არის დაკავშირებული.
  2. ამ კალსიფიკაციის მიხედვით, ინფორმაციის შენახვა და გახსენება ინტელექტუალური აქტივობის ყველაზე დაბალი საფეხურია.
  3. ბლუმის ტაქსონომიიის გამოყენება ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის დასაგეგმადაც გამოდგება.
  4. I  დონეზე კონკრეტული თემის ახსნისას ხდება ახალი ფაქტების გაცნობა, ახალი წესების განმარტება.
  5. II დონეზე მასწავლებელმა უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული თვალსაჩინოებები, მოსწავლეებისთვის გასაგები ენით მოკლედ შეაჯამოს ახალი ცნებები, ინფორმაცია.
  6. III დონეზე მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ მოიძიონ რეალური სიტუაციები, რომელთა დროსაც ისინი გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ თეორიულ ცოდნას.
  7. IV დონეზე მასწავლებელი გამოყოფს საკითხის სხვადასხვა მხარეს, ადარებს ერთმანეთს, პროცესი იშლება ნაწილებად. შესაძლოა ამ ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩაატარებინოს ექსპერიმენტი, ასევე ავალებს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტების მოძიებას, მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების დაფიქსირებას.
  8. V დონეზე მასწავლებელი კონკრეტული ფაქტების თუ მოვლენების გათვალისწინებით ავალებს მოსწავლეებს, რომ მოიფიქრონ პრობლემის გადაჭრის გზები, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, დასახონ შემოწმების გზები.
  9. VI დონეზე ახალი მასალის ახსნის შემდეგ მასწავლებელი გეგმავს დისკუსიას, სადაც მოსწავლებთან ერთად განიხილავს შესწავლილი თეორიის ან მიდგომის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს. სთხოვს მათ გამოიყენონ არგუმენტები ამ თეორიის პრაქტიკული დანიშნულების წარმოსაჩენად თუ უარსაყოფად.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS