პრეტესტი ფიზიკაში 2012


1)ორი მატარებელი ერთმანეთის შესახვედრად მოძრაობს 10 მ/წმ და 15 მ/წმ სიჩქარეებით. რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელი პირველ მატარებელში მჯდომ მგზავრს, თუ პირველი მატარებლის სიგრძეა 200 მ, ხოლო მეორესი კი – 150 მ?                                    6 წმ    ,          8 წმ ,         30 წმ   ,     40 წმ 
2)5 კგ მასის სხეული 20 ნ ჰორიზონტალური ძალის მოქმედებისას წრფივად და თანაბრად მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა შეგიძლიათ უგულებელყოთ. სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა:                   20 ნ-ზე ნაკლებია,      20 ნ-ის ტოლია,     50 ნ-ის ტოლია,    50 ნ-ზე მეტია

3)ქვა ვარდება უსაწყისო სიჩქარით გარკვეული სიმაღლიდან. ჰაერის წინააღმდეგობა შეგვიძლია უგულებელვყოთ. როდისაა ქვის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ერთმანეთის ტოლი? სიმაღლე და პოტენციური ენერგია აითვლება დედამიწის ზედაპირიდან.     1) დედამიწასთან დაჯახების მომენტში,        2) ვარდნის დაწყებიდან ვარდნის დროის ნახევრის შემდეგ,   3)  შუა გზაზე ,     4) იქ, სადაც ქვის სიჩქარე დედამიწასთან დაჯახების სიჩქარის ნახევარია

4)წყლის წონით გამოწვეული წნევა ფსკერზე ცილინდრულ ჭურჭელში, რომელშიც ასხია m მასის წყალი, ტოლია p –სი. რა მასის წყალი დაუმატეს ჭურჭელში, თუ  წყლის წონით გამოწვეული წნევა ფსკერზე გახდა 4p?         m,      2m,    3m,     4m
5)ჰიდრავლიკური მანქანის დიდი დგუშის ფართობი პატარა დგუშის ფართობზე 100-ჯერ მეტია. რა მინიმალური ძალაა საჭირო მისი საშუალებით  1 ტონა მასის სხეულის ასაწევად?
 1
ნ,       10ნ,    100ნ,   1000ნ
6)მიზიდულობის ძალა ორ სხეულს შორის გაიზრდება 9-ჯერ, თუ:  1)თითოეული სხეულის მასას გავზრდით 9-ჯერ   2) თითოეული სხეულის მასას გავზრდით 3–ჯერ   3) სხეულებს შორის მანძილს შევამცირებთ 9-ჯერ  4) სხეულებს შორის მანძილს შევამცირებთ 4,5-ჯერ
7)მუდმივი სიჩქარით მოძრავი m მასის ბურთულა ეჯახება უძრავ 2m მასის ბურთულას. დაჯახებისას პირველი ბურთულა მოქმედებს მეორეზე  F სიდიდის ძალით. რა სიდიდის ძალით მოქმედებს მეორე ბურთულა პირველზე?      F /2 ,       F,      2F,    4F
8)V სიჩქარით მოძრავი m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით 3V სიჩქარით მოძრავ პლასტილინის ბურთულას. შეჯახების შემდეგ ბურთულები გაჩერდნენ. რისი ტოლია მეორე ბურთულას მასა?       m/3,        m/2,       2m,       3m
9)ავტომობილმა ჩრდილოეთის მიმართულებით 4 კმ გაიარა, შემდეგ შეუხვია მარჯვნივ და კიდევ 3 კმ გაიარა აღმოსავლეთის მიმართულებით. რისი ტოლია ავტომობილის გადაადგილების მოდული?                                             1კმ   ,           3,5კმ,           5კმ,        7კმ

10)ადამიანი, რომელიც ზის ქუჩაში მოძრავი მანქანის სალონში, უძრავია;  1) ქუჩაზე არსებული შენობების მიმართ
  2) ქუჩაზე მდგარი ადამიანების მიმართ  3) ქუჩაზე მოძრავი სხვა მანქანების მიმართ  4) მანქანის მძღოლის მიმართ

11)სხეული გაათბეს  300ºC–ით. ტემპერატურის ნაზრდი კელვინებში არის:
 27K     273K    
300K     573K
12)ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაში იცვლება სხეულთა შინაგანი ენერგია  მუშაობის შესრულების შედეგად?
1) კოკა-კოლის გაცივებისას ჭიქაში ყინულის ნატეხების ჩაყრით  2)ცივი რძის დამატებისას ცხელ ყავიან ფინჯანში 3) გაზქურაზე სადილის მომზადებისას       4) ერთმანეთზე გახახუნებით ხელების გათბობისას

13)ჩამოთვლილი სიდიდეებიდან რომელზეა (რომლებზეა) დამოკიდებული წყალში მოტივტივე სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა?        I. სხეულის მასაზე    II. სხეულის ფორმაზე   III. სხეულის მოცულობაზე
1)მხოლოდ I     , 2)   მხოლოდ II    ,    3)მხოლოდ III     ,  4) I და III 

14)რომელი საერთო თვისება ახასიათებს სითხეებსა და აირებს:  1) ინარჩუნებენ საკუთარ ფორმას  2) ინარჩუნებენ საკუთარ მოცულობას  3) ვერ ინარჩუნებენ საკუთარ მოცულობას  4) ვერ ინარჩუნებენ საკუთარ ფორმას

15)ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის  2m.  რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულის სიჩქარეების ფარდობა - v1/v2  დედამიწის ზედაპირთან?        ½,     1,       2,      4  

16)ტვირთის  4 მეტრ სიმაღლეზე ატანისას შესრულდა 20 ჯ მუშაობა. რისი ტოლია ტვირთის მასა?
 
0,5კგ,         5კგ,         20კგ,       80კგ

17)რისი ტოლია 3ომი და 6ომი წინაღობის გამტარების  მიმდევრობით შეერთების შედეგად მიღებული წინაღობა?
 
0,5ომი,       2ომი,       3ომი,        9ომი


18) სხეული ტივტივებს სითხეში ისე, რომ სითხეში ჩაძირულია მისი მოცულობის ნახევარი. რისი ტოლია სხეულის სიმკვრივის შეფარდება სითხის სიმკვრივესთან?     0,5,      1,    1,5,       2

19) ბრტყელი სარკე მისი ზედაპირის მართობულად მიმართული  3მ/წმ სიჩქარით უახლოვდება უძრავ წერტილოვან წყაროს. რა სიჩქარით მოძრაობს წყაროს გამოსახულება სარკეში?  1) 3 მ/წმ, სარკის მოძრაობის მიმართულებით     2) 6მ/წმ, სარკის მოძრაობის მიმართულებით    3) 3მ/წმ, სარკის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით            4) 6მ/წმ, სარკის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით

20)ქვემოთ მოყვანილი რომელი მტკიცებაა სწორი?
I.
ნივთიერ წერტილს აქვს მასა                        II. ნივთიერ წერტილს აქვს ზომები
 
მხოლოდ I,      მხოლოდ II    ,     I და II ,    არც ერთი

21)შეაფასეთ ქართული 5-თეთრიანი მონეტის დიამეტრი:      100 მ,      10-1 მ,     10-2 მ,     10-3 მ

22)რომელია ვექტორული სიდიდე: 1) მასა  2) აჩქარება 3) მოცულობა   4) გავლილი მანძილი
23)ბრტყელ სარკეში საგნის გამოსახულების ზომა :   1) მეტია საგნის ზომაზე       2) ნაკლებია საგნის ზომაზე                3) საგნის ზომის ტოლია       4) პასუხი დამოკიდებულია სარკესა და  საგანს შორის მანძილზე


24)ფიზიკური სხეულების დაჯგუფებისას რკინისა და მინის სხეულები მოხვდა ერთ ჯგუფში. ჩამოთვლილთაგან რომლის მიხედვით შეიძლება მომხდარიყო დაჯგუფება?  1) აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით                      2) გამჭვირვალობის მიხედვით  3) თბოგამტარებლობის მიხედვით 4) ელექტროგამტარებლობის მიხედვით

25)რხევის პერიოდი ესაა მერხევი სხეულის მიერ : 1) ორი ამპლიტუდის ტოლი მანძილის გავლის დრო                                 2) p ამპლიტუდის ტოლი მანძილის  გავლის დრო 3) ოთხი ამპლიტუდის ტოლი მანძილის  გავლის დრო                4) 2p ამპლიტუდის ტოლი მანძილის  გავლის დრო

26)რომელი მოძრაობა შეიძლება ჩაითვალოს თანაბრად?  1) პარაშუტისტის მოძრაობა პარაშუტის გახსნამდე                 2) პარაშუტისტის მოძრაობა პარაშუტის გახსნის შემდეგ   3) პარაშუტისტის მოძრაობა დედამიწაზე დახტომის პროცესში    4) საჰაერო ბურთიდან გადმოგდებული ბალასტის მოძრაობა

27სხეულის თავისუფალი ვარდნისას იცვლება:  სიჩქარე,  სრული მექანიკური ენერგია,  აჩქარება,  სხეულის მასა


28)R და 2R წინაღობის გამტარები შეერთებულია მიმდევრობით.  R წინაღობაზე დენის სიმძლავრეა P. რისი ტოლია  2R წინაღობაზე დენის სიმძლავრე?        0,25P,    0,5P,    2P,    4P

29)ტოლი მასის მქონე ორი სხეულის კინეტიკური ენერგიების ჯამი 0 – ის ტოლია. ეს ნიშნავს რომ: 1) ეს სხეულები უძრავია  2) სხეულები მოძრაობს მოდულით ტოლი და საწინააღმდეგოდ მიმართული სიჩქარეებით                        3) სხეულები მოძრაობს მოდულით ტოლი და ერთმხრივ მიმართული სიჩქარეებით  4) სხეულები მოძრაობს მოდულით ტოლი და ურთიერთმართობული სიჩქარეებით

30)ვაკუუმში თბოგადაცემა შეიძლება განხორციელდეს:  1) მხოლოდ კონვექციით          2) მხოლოდ თბოგამტარობით  3) მხოლოდ გამოსხივებით         4) თბოგამტარობით და გამოსხივებით
                            
31)წერტილოვანი მუხტების ურთიერთქმედების კანონი გრეხითი სასწორის გამოყენებით დაადგინა:
  
ომმა,     კულონმა,    ნიუტონმა,   ჯოულმა

32)რომელი ფორმულით განისაზღვრება t დროში გამტარში გამოყოფილი Q სითბოს რაოდენობა?
(U
გამტარზე ძაბვაა, R  – გამტარის წინაღობა, I  – გამტარში დენის ძალა)
       
 
Q=IUt,    Q=URt,     Q=IRt,    Q=IU/t

33)იპოვეთ წნევა, რომელსაც ახდენს იატაკზე ოთხფეხიანი  კარადა, რომლის წონაა 800 ნ, ხოლო თითოეული ფეხის საყრდენი ფართობია 25 სმ2.    0,8კპა,     8კპა,    32კპა,    80კპა
34)ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მასის ერთეულია:  1მგ,      1გ,    1კგ,    1ტონა
 
35)5 კგ მასის თავდაპირველად უძრავ სხეულზე 3 წმ-ის განმავლობაში მოქმედებდა ერთი მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. ამის შემდეგ ძალამ შეიცვალა მიმართულება და სხეულზე მოქმედებდა საწინააღმდეგო მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. რისი ტოლი იქნება სხეულის სიჩქარე ამოძრავებიდან 4 წმ-ის შემდეგ? 
2მ/წმ,    4მ/წმ,  8მ/წმ,   14მ/წმ
36)4 კგ მასის ქვა 10 მ სიმაღლიდან ვარდება. რისი ტოლი იქნება ქვის კინეტიკური ენერგია უშუალოდ დედამიწაზე დაცემისას?(ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ):  2,5ჯ,   25ჯ,   40ჯ,   400ჯ

37)ხის კუბის სრული ზედაპირის ფართობია 24 დმ2. დაადგინეთ, რისი ტოლია ხის სიმკვრივე, თუ კუბის მასაა 5,6 კგ?
 
  0,7გ/სმ3,    0,8 გ/სმ3,   0,9 გ/სმ3,     1,2 გ/სმ3

38)ორი რეზისტორი წინაღობებით R1=4 ომს და  R2=8 ომს მიერთებულია პარალელურად. რისი ტოლია ამ რეზისტორებში დენის ძალებში შეფარდება – I1/I2,  რეზისტორებზე ძაბვის მოდებისას?
0,5,    1,    2,    4

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

პროექტი: რა არის ელვა?



      ცაზე ლაზერის დაკბილული სხივის მსგავსი ელვა გაკრთება, ხეს მეხი ეცემა და ნახშირდება. მეხი თვალწარმტაცი და თან საშიში მოვლენაა და მაინც რა არის ეს უცნაური, მძვინვარე ენერგია, რომელიც ციდან ეშვება?
პროექტის მიზანი :(კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან)
ბუნ.VIII.8.მოსწავლე ახასიათებს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცდების საფუძველზე აკვირდება სხეულთა დამუხტვას, აანალიზებს და აღწერს მათ ურთიერთქმედებას.
·         ჩამოთვლის დამუხტვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და მსჯელობს პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ.
·         მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ელექტრული მოვლენების შესახებ და ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიმუშავებს უსაფრთხო ქცევის წესებს ჭექა-ქუხილის დროს, აკეთებს პრეზენტაციას.
პროექტის ძირითადი შეკითხვა: რა არის ელვა და საიდან ჩნდება ატმოსფეროში ელექტრობა?
პროექტის მოკლე აღწერა:
1.      მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბუნებრივი ელექტრული მოვლენის ელვის შესახებ, გაეცნობიან ფრანკლინის მიერ ჩატარებულ ცდებს.
2.      სხეულთა დამუხტვის სადემონსტრაციოდ ჩაატარებენ ცდებს, გამოარკვევენ როგორ და რატომ იმუხტებიან სხეულები, დააკვირდებიან დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას. ექსპერიმენტის შედეგებს გადაამოწმებენ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით
3.      მოძიებულ მასალას, ექსპერიმენტის შედეგებს წარმოადგენენ კლასის წინაშე გამზადებული პრეზენტაციის სახით
ვადები:  ორი კვირა






  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

სასწავლო პროექტი-" შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა"



პროექტის სახელწოდება: „შეეძლო თუ არა არქიმედეს დედამიწის აწევა?“
           „მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას ადგილიდან დავძრავ“ - ეს სიტყვები არქიმედეს ეკუთვნის და სწორედ მაშინ წარმოთქვა, როცა ბერკეტის წონასწორობის პირობას მიაგნო.
პროექტის მიზანი: უძრავი ან მოძრავი სხეულის წონასწორობის პირობის დადგენა. ბერკეტის როგორც მარტივი მექანიზმის შესწავლა და იმის დადგენა თუ როგორ გამოიყენება იგი ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში. მექანიკის ოქროს წესის შესწავლა.
       დაკვირვების, აღწერის, ინფორმაციის მოძიების, ჰიპოტეზის გამოთქმის და დასკვნის გამოტანის, საკუთარი მოსაზრების პრეზენტაციის  უნარის განვითარება.
პროექტის შედეგი:  მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას ძველი ბერძენი მეცნიერის არქიმედეს მოღვაწეობის შესახებ. გამოიკვლევს სხეულის წონასწორობის პირობებს ექსპერიმენტის საშუალებით, დაამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ჰიპოთეზას ბერკეტის მოქმედების პრინციპის შესახებ და  ცდების ჩატარებით ასაბუთებს მას. აკეთებს მათემატიკურ გამოთვლებს და მიღებულ შედეგებს, საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს კლასის წინაშე.
პროექტის მოკლე აღწერა:  ისტორიიდან ცნობილია რომ „ერთხელ არქიმედემ მისწერა სირაკუძის მეფეს ჰიერონს, რომ თუ მას სხვა დედამიწა ექნებოდა, მასზე გადავიდოდა და ჩვენსას ადგილიდან დასძრავდა“
ცხადია არქიმედემ კარგად იცოდა, რომ არ არსებობს ტვირთი, თუნდაც ძალიან დიდი მასის, რომლის აწევასაც იგი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა, რადგან მას კარგად მოეხსენებოდა ბერკეტის როლი ამ საქმეში. ჩვენ გვსურს  ცდების ჩატარებით და მათემატიკური გამოთვლებით დავადგინოთ  არქიმედეს მართლაც რომ ჰქონოდა „სხვა დედამიწა“ შეეძლო კი განეხორციელებინა თავისი მამაცი იდეა.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

პრეტესტი ფიზიკაში-2011


35 კგ მასის ბიჭი ზის ველოსიპედზე, რომლის მასაა 5 კგ და მოძრაობს 2 მ/წმ სიჩქარით. რამდენი ჯოულით მეტია ბიჭის კინეტიკური ენერგია ველოსიპედის კინეტიკურ ენერგიაზე?
40 ჯ–ით;         60 ჯ–ით;        80 ჯ–ით;        120 ჯ–ით

ბავშვმა გაიარა 60 მ აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი – 80 მ სამხრეთის მიმართულებით. ამ დროს ბავშვის  გადაადგილების მოდულია:
 20 მ;          70 მ ;                   100 მ;            140 მ

ელექტრული დენი ეწოდება
დამუხტული ნაწილაკების ნებისმიერ მოძრაობას.
 ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.
 მხოლოდ ელექტრონების მიმართულ მოძრაობას.
 დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.

ცილინდრულ ჭურჭელში, რომლის სიმაღლეა 60 სმ, სამ მეოთხედზე ჩაასხეს წყალი. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის კედელზე წერტილში, რომელიც დაშორებულია ფსკერიდან 5 სმ–ით (ატმოსფერული წნევა უგულებელყავით).                                წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ3.
  800 ნ/მ2;         1200 ნ/მ2;        4000 ნ/მ2;      5500 ნ/მ2

მუშამ 60 კგ მასის ტვირთი 10 წთ–ში აიტანა 15 მ სიმაღლეზე. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა მუშამ ამ დროს?
1,5 ვტ;          15 ვტ;           150 ვტ;               900 ვტ

ორი გამტარის მიმდევრობითი შეერთებისას ძაბვა პირველ გამტარზე არის120ვ , მეორე გამტარზე კი – 220ვ. სრული   ძაბვა აკმაყოფილებს პირობას:
               U= U1+U2;                                 U=U1=U2;
 ორ ერთნაირ ლითონის ბურთულას აქვს: პირველს (+10) მკკ, ხოლო მეორეს (–6) მკკ მუხტი. რა მუხტი  ექნება თითოეულ მათგანს მას შემდეგ, რაც ბურთულებს შეახებენ და კვლავ დააშორებენ ერთმანეთს?
 პირველს (+10) მკკ; მეორეს (–6) მკკ 
 პირველს (–6) მკკ; მეორეს (+10) მკკ
 პირველს (+4) მკკ; მეორეს 0 მკკ
 პირველს (+2) მკკ; მეორეს (+2) მკკ
სხეული გაათბეს  100ºC–ით. ტემპერატურის ნაზრდი კელვინებში არის:
-173 K;      100 K;                  273 K;                  373 K
წყალში მოტივტივე ერთგვაროვანი სხეული ჩაძირულია თავისი მოცულობის 3 / 5 – ით.  იპოვეთ სხეულის მასალის სიმკვრივე.
 400 კგ/მ3          500 კგ/მ3                 600 კგ/მ3                    800 კგ/მ3

ორი ტოლი სიდიდის ელექტრული წინაღობა ერთხელ შეაერთეს მიმდევრობით, ხოლო მეორეჯერ – პარალელურად. რისი ტოლია Rმიმდ/Rპარ ფარდობა?
 1/4;                       1/2;                      2;                        4

ქვა აისროლეს ვერტიკალურად ზევით. როგორია   მისი აჩქარება ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში? (ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით)

                        ნულის ტოლია
                        g/2, მიმართულია ქვევით
                        g, მიმართულია ქვევით
                        g, მიმართულია ზევით

თოკის გაჭიმვისას მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა, რომელზეც იგი ჯერ კიდევ არ წყდება,  არის 400ნ. თოკზე რიგრიგობით უმატებენ 4 კგ-იან საწონებს. მერამდენე საწონის ჩამოკიდების შემდეგ გაწყდება თოკი?
მე–10 ;        მე–11 ;        მე–100 ;         101–ე

რომელია უფრო ინერტული?
100 კგ მასის მქონე მოჭიდავე, რომელიც წევს ტატამზე.
 75 კგ მასის სპრინტერი,  რომელიც გარბის  10 მ/წმ სიჩქარით.
 60 კგ მასის მქონე ჭოკით მხტომელი, რომელიც გარბის 5 მ/წმ სიჩქარით.
 60 კგ მასის მქონე სიგრძეზე მხტომელი, რომელიც გარბის 7,5 მ/წმ სიჩქარით.~

რომელი ფორმულაა მცდარი დენის P სიმძლავრისათვის?
P=U2/R ;                  P=IU ;                  P=I2 U;                   P=I2 R

სხეულმა 15 ºC–ით გაცივებისას გასცა 900 ჯ სითბოს რაოდენობა. სითბოს რა რაოდენობას გასცემს ეს სხეული 45 ºC –ით გაცივებისას?
20 ჯ              60 ჯ                   300 ჯ                      2700 ჯ

მოცემულია სამი სხეული. პირველის სიმკვრივეა 1,1 კგ/მ3, მეორის – 1,3 კგ/მ3, მესამის – 1,5 კგ/მ3 . რომელი მათგანი ჩაიძირება სითხეში, რომლის სიმკვრივეა 1,4 კგ/მ3?
არცერთი;   მხოლოდ პირველი და მეორე;   მხოლოდ  მესამე;   სამივე


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS