პროექტი - წყალი ბუნების სასწაული



 1.პროექტის სახელი: წყალი ბუნების სასწაული
 2.პროექტის მთავარი იდეა: წყლის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა ექსპერიმენტული კვლევის გზითწყლის უნიკალური თვისების (ყველა სხვა სითხეებისაგან განსხვავებით) - გაფართოება როგორც გაცივებისას ისე გაცხელებისას გამოკვლევა და ამ თვისების გადამწყვეტი როლის გააზრება ოკეანისა და საერთოდ წყლის ბინადართა განვითარების  პროცესში.
3. პროექტის აქტუალობა: წარმოდგენილი სასწავლო ინტეგრირებული პროექტი გათვლილია VIII-IX კლ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ ფიზიკას, ქიმიას, ეკოლოგიას. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაიაზრებენ რა როლი აქვს წყალს ბუნებაში, მოსწავლეებს განუვითარდებათ ექსპერიმენტული კვლევის, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების და მასალის პრეზენტაციის უნარჩვევები.
4. პროექტის მიზნები: კვლევითი ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში მოსწავლეები უშუალოდ დააკვირდნენ წყლის აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების გამომწვევ მიზეზებს და ახსნან მოლეკულულ კინეტიკური თეორიის თვალსაზრისით. გამოიკვლიონ წყლის უნიკალური თვისება-გაფართოება როგორც გაცივებისას ისე გაცხელებისას გამოკვლევა და ამ თვისების გადამწყვეტი როლის გააზრება ოკეანისა და საერთოდ წყლის ბინადართა  სიცოცხლისათვის. მოამზადონ რეფერატი თემაზე : 1) წყლის ციკლი ბუნებაში, 2) წყალი- ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი.(დაახასიათონ  წყალი როგორს ცოცხალი და არა ცოცხალიბუნების არსებობის აუცილებელი ბუნებრივი პროდუქტი ისე წყალი როგორც ეკოლოგიური საფრთხე)  შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინონ კლასის წინაშე გამზადებული პრეზენტაციების სახით.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 20.02.12-24.02.12(ერთი კვირა)
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, გადაღებული სურათებით, შესრულებული ნახატებითა და პლაკატებით  მოწყობილი   გამოფენა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო მინი ლაბორატორია, საკანცელარიო ნივთები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი
ხელმძღვანელი: ნონა გორგაძე
Gorgadzenona71@gmail.com

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

საატესტატო გამოცდის ტესტის ნიმუშები- ფიზიკაში

კინემატიკა
  1. ორი ავტომობილი მოძრაობს ერთმანეთის შესახვედრად, დედამიწის მიმართ 90კმ/სთ და 15მ/წმ სიჩქარეებით. განსაზღვრეთ ავტომობილების სიჩქარე ერთმანეთის მიმართ.                                                           პას: 40მ/წმ
  2. 3მ სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ბურთი იატაკიდან ახტა და დაიჭირეს 1მ სიმაღლეზე, იპოვეთ ბურთის მიერ გავლილი გზა გადაადგილება.                                                      პას: გავლილი გზა 4მ, გადაადგილება2მ
  3. ტურისტმა ჩრდილოეთის მიმართულებით გაიარა 3კმ, შემდედ დასავლეთის მიმართულებით 4კმ, იპოვეთ ტურისტის მიერ გავლილი მანძილი და გადაადგილება.                   პას: გავლილი მანძილი7კმ, გადაადგილება5კმ
  4. რა დროს მოანდომებს 200მ სიგრძის გვირაბის გავლას 100მ სიგრძის მატარებელი, თუ მისი სიჩქარეა36კმ/სთ                             პას:30წმ
  5. ავტომობილი 600კმ-ის გავლას ანდომებს  10 სთ-ს იპოვე მისი სიჩქარე?    პას:60კმ/სთ 
  6. თანაბარია თუ არა სხეულის მოძრაობა, თუ იგი ყოველ წუთში10მ-ს გადის?                                              პას:პასუხის გაცემა შეუძლებელია
  7. ველოსიპედისტმა 24 კმ გაიარა 2 საათში, შემდეგ გზა განაგრძო ფეხით და 30 წთ-ში გაიარა 2კმ. იპოვეთ მოძრაობის საშუალო სიჩქარე.                     პას: 10,4კმ/სთ
  8. 72კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სიჩქარე 5წმ-ით ადრე 36კმ/სთ -იყო. რა აჩქარებით მოძრაობდა ავტომობილი?                              პას:  2მ/წმ2
  9.  რა აჩქარებით მოძრაობდა ავტომანქანა, თუ ერთ კილომეტრ მანძილძე მისი სიჩქარე გაიზარდა 54-დან 90კმ/სთ- მდე?                              პას:0,01მ/წმ2
  10. მატარებლის დაძვრიდან რამდენ ხანსი გახდება მისი სიჩქარე 72კმ/სთ თუ აჩქარება1მ/წმ ია?                                                პას: 20წმ
  11. 500მ გზაზე სხეულმა თავისი სიჩქარე შეცვალა 20მ/წმ- დან 108კმ/სთ-მდე რისი ტოლია ამ  სხეულის  აჩქარება?                              პას:  0,5მ/წმ2
                                                                  დინამიკა
  1. სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედი ნულის ტოლია, ე.ი.                                              ა. სხეული იმოძრავებს მხოლოდ წრფივად და თანაბრად                                                ბ. სხეული მხოლოდ უძრავია                                                                                                      გ. სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად ან უძრავია       
  2.  სპილენძის სიმკვრივეა 8900კგ/მ3 ნიშნავს, რომ                                                                 ა. 8900კგ სპილენძის მოცულობა 8900მ3-ია.           ბ. 8900კგ სპილენძის მოცულობა 1მ3-ია.                           გ. 1კგ სპილენძის მოცულობა 8900მ3-ია.      
  3. 500 მასის სხეულზე მოქმედებს ურთიერთსაპირისპიროდ მიმართული 2 ძალა: 200 და 700.    რა აჩქარებას შეიძენს ეს სხეული        ) 1/წმ2      )1000/წმ2            გ) 1000კნ/კგ      ) 1,8/კგ
  4.  20 ძალის მოქმედებით სხეული იძენს 5/წმ2 აჩქარებას. რა აჩქარებას შეიძენს 100 ძალის მოქმედებით იგივე სხეული                                                                           ა) 4/წმ2   ) 20/წმ2    ) 25/წმ2    ) 100/წმ2
  5.   რა ძალით ურთიერთქმედებენ 3სმ-ით დაშორებული 2კგ და 5კგ მასის სხეულები?            ) 7,4 *10-10     ) 7,4 *10-7     ) 0,74 *10-10      ) 108
  6.   რა მასის ჩანთა უჭირავს 50კგ მასის ბავშვს,თუ ორივეზე ერთად მოქმედი სიმძიმის ძალაა 600 ?  
  7.   ლიფტმა 2/წმ2 აჩქარებით მოძრაობა დაიწყო ზევით. რას უდრის ლიფტში მყოფი 50კგ მასის ადამიანის წონა ლიფტის დაძვრის მომენტში?                                                              
                                                        ჰიდროსტატიკა
  1.       ბავშვი იწონის 300-. მისი ერთი ფეხსაცმლის ლანჩის ფართობია  0,032   წნევა, რომელსაც ბავშვი თოვლზე სიარულისას აწარმოებს, ტოლია:                                             9ა;          10000პა;               90პა;        5000პა  
  2.  30სმ3  მოცულობის სხეულის მასაა 219.   რა მასა ექნება იმავე ნივთიერების   1,5დმ3       მოცულობის სხეულს?         109,5           10,95კგ          1,095     109,5
  3. რა სიღრმეზეა ზღვაში წნევა 206კპა?   ზღვის წყლის სიმკვრივეა  1030კგ/3                         10         12        20    200სმ  
  4. ჭურჭელში ასხია 42სმ სიმაღლისა და  900კგ/3  სიმკვრივის სითხე.  მის გვერდით წახნაგზე წნევა იქნება:   3780პა       1890პა           37,8კპა            18,9კპა
  5. ზიაჭურჭელში ასხია წყალი და ვერცხლისწყალი, წყლის სიმკვრივეა  1000კგ/3, ვერცხლისწყლის-13,6/სმ3. ვერცლისწყლის და წყლის დონეთა სხვაობაა 2სმ. რას უდრის წყლის სვეტის სიმაღლე?                     20სმ        0,17     2,16სმ    2,72
  6.    სითხეში ჩაძირვისას სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მასაა 400. რას უდრის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა?        4000   40კნ       4  4კნ
  7.      წყალში ჩაშვებულ მასიურ  სპილენძის სხეულზე მოქმედებს 5. ამომგდები ძალა, რას უდრის ამ სხეულის მასა თუ  წყლის სიმკვრივეა 1000  კგ/ 3  , სპილენძის-8900კგ/3  8,9კგ              4,45კგ  445  890
  8.  აირი, რომელიც მოთავსებული იყო მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, გაათბეს. რა ცვლილებები მოხდა ამ დროს?     გაიზარდა აირის მასა     გაიზარდა აირის წნევა               შემცირდა აირის წნევა
  9.  0,5 კგ მასის წიგნი, რომლის ზომებია 0,2 х 0,25 . მოთავსებულია მაგიდაზე. რა წნევას აწარმოებს წიგნი მაგიდის ზედაპირზე ( ≈ 10/კგ)                                               10     პა   100 პა    0,5 პა  500 პა
  10. რისი ტოლია  1200 კგ/3    სიმკვრივის სითხის წნევა 50სმ სიღრმეზე?                         60პა             600 პა          6000 პა     60000 პა
                                                მექანიკური რხევები და ტალღები

1. ზამბარაზე დამაგრებული სხეულის მასის 9-ჯერ გაზრდით რხევის პერიოდი 
 9-ჯერ გაიზრდება      9-ჯერ  შემცირდება      3-ჯერ გაიზრდება     3-ჯერ შემცირდება
2. მათემატიკური ქანქარის სიგრძის 16-ჯერ შემცირებით რხევის პერიოდი 
 4-ჯერ შემცირდება      4-ჯერ გაიზრება            16-ჯერ შემცირდება     16-ჯერ გაიზრდება
3.  ტალღას გადააქვს
 ნივთიერება;      ენერგია ;      ნივთიერება და ენერგია;     მხოლოდ ნივთიერება;
4. ბგერის ხმამაღლობა დამოკიდებულია რხევის 
სიხშირეზე        ამპლიტუდაზე              მასალის გვარობაზე      სიხშირეზე და ამპლიტუდაზზე
5. ბგერის გავრცელების სიჩქარეა 330მ/წმ. რა მანძილზეა დაბრკოლება , თუ ექოს გავიგებთ 2წმ-ში?                                         660მ        165მ            6600მ       330მ
6. რას უდრის ტალღის სიგრძე,თუ მისი გავრცელების სიჩქარეა 1200მ/წმ, ხოლო პერიოდი 0,5წმ?                                         2400მ/წმ          60მ       600მ         2400მ
7. ბგერის ტონი დამოკიდებულია რხევის 
ამპლიტუდაზე;   მერხევი სხეულის მასალის გვარობაზე;   სიხშირეზე და ამპლიტუდაზე;        სიხშირეზე
8. ბგერის სიჩქარე ყველაზე დიდია
 მყარ სხეულში            სითხეებში      აირებში        არ არის დამოკიდებული გარემოზე


                                                                       მუშაობა, სიმძლავრე, ენერგია

  1. რა მუშაობა შეასრულა 200-მა ძალამ ამ ძალის გასწვრივ 200სმ-ზე სხეულის გადაადგილებისას?                     40კჯ           400                  100        100კჯ
  2.   500 კგ მასის ტვირთის 25 სიმაღლეზე ატანისას ბაგირის დაჭიმულობის ძალა ასრულებს მუშობას?                 1200              125კჯ      12,5კჯ          20
  3.   რა სიმძლავრე უნდა განავითაროს 5 მასის თვითმფრინავმა , რომ 4 წთ-ში 3000 სიმაღლეზე აფრენა შეძლოს?       625ვტ      625კვტ    37500ვტ      375კვტ
  4. სხეულის იმპულსია 8კგ /წმ, კინეტიკური ენერგია კი 16. იპოვეთ სხეულის მასა და სიჩქარე?                   4/წმ;  4კგ           2/წმ; 4კგ               2კგ;2/წმ       2კგ; 4/წმ
  5. ზამბარის 4 მმ-ით გასაჭიმად საჭიროა 0,02   მუშაობა. რა მუშაობა უნდა შესრულდეს ამ ზამბარის 4 სმ-ით გასაჭიმად?                                                                      2            0,2           20       200
  6. რა მუშაობა უნდა შევასრულოთ , რომ მიწაზე დაგდებული 2 სიგრძისა და 100კგ მასის ერთგვაროვანი ღერო დავაყენოთ ვერტიკალურად?                                           2კჯ    200       1000   10 კჯ
  7.   5 სიღრმიდან წყლის ზედაპირზე ამოაქვთ 0,63  მოცულობის ქვა, რომლის სიმკვრივეა 2500კგ/3. წყლის სიმკვრივეა1000კგ/3. ქვის ამოსატანად საჭირო მუშაობაა?                                   375კჯ         3,75მგჯ                 45კჯ             75კჯ
  8. რა დროის განმავლობაში უნდა მუშაობდეს 40კვტ სიმძლავრის ტუმბო, რომ 80 სიღრმის შახტიდან ამოტუმბოს 2003  მოცულობის წყალი?  წყლის სიმკვრივეა  1000კგ/3?             4000წმ      2სთ    30წთ    40წმ
  9. რა უდიდეს სიმაღლეს მიაღწევს 10/წმ სიჩქარით შვეულად ასროლილი სხეული?10    50          5      50სმ
  10.  2სმ-ით გაჭიმული ზამბარის პოტენციური ენერგია გამოთვალეთ,თუ მისი სიხისტეა 150კნ/მ ?                     75ჯ          30ჯ          300ჯ      300კჯ
                                                                ოპტიკა
  1. მზიან დღეში ვერტიკალურად დაყენებული მეტრიანი სახაზავის ჩრდილის სიგრძეა 60სმ, ხოლო ხის ჩრდილისა-6მ, რა სიმაღლისაა ხე?                                                                   10მ       14მ          6მ       5,4მ.      
  2. დაცემის კუთსის რა მნიშვნელობისას იქნება დაცემული და არეკლილ სხივებს შორის კუთხე  1200?         a) 900            b) 300            g) 600            d) 1200
  3. ბრტყელ სარკეს  გოგონა უახლოვდება 2მ/წმ სიჩქარით. რა სიჩქარით უახლოვდება გოგონა თავის გამოსახულებას?                                                                                                      1მ/წმ-ით             2მ/წმ-ით                 4მ/წმ-ით      8მ/წმ-ით
  4.     ოპტიკურად ნაკლებად მკვრივი გარემოდან მეტად მკვრივ გარემოში სინათლის გავრცელებისას სინათლის სიჩქარე                                                                                    მცირდება          იზრდება         არ იცვლება        არ არის დამოკიდებული გარემოზე
  5.       სამკუთხა მინის პრიზმაში სინათლის გავლისას ყველაზე მეტად გარდატყდება:                                   წითელი        ცისფერი                 მწვანე          იისფერი
  6.      10 დიოპტრი ოპტიკური ძალის ლინზის წინ 12,5 სმ მანძილზე მოთავსებულია სანთელი. ლინზიდან რა მანძილზე მიიღება სანთლის გამოსახულება და როგორი იქნება იგი?                                                                                                                             50სმ, გადიდებული 4-ჯერ;           50სმ,  შემცირებული 4-ჯერ                                                          25სმ,  შემცირებული 2-ჯერ                  25 სმ, გადიდებული 2-ჯერ
  7.         თვალიდან რა მანძილზე უნდა დაიჭიროს სარკე ნორმალური მხედველობის ადამიანმა სახის ყურადღებით დასათვალიერებლად?   12,5სმ         25სმ                  30სმ            40სმ
                                                   

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS